რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ.ძალიან გთხოვთ იქნებ დაწვრილებით ამიხსნათ. ამასწინათ გინეკოლოგთან ვიყავი. ნაცხის ანალიზს რომ მიღებდა მითხრა საქალცულე აპკი დარღვეულიაო და ცოტა სიღრმიდან უნდა ავიღო ნაცხიო,არადა ქალიშვილი ვარ.სახლში რომ მივედი ვარდისფერი სისხლიანი გამონადენი მქონდა ცოტა.რომ დავურეკე მითხრა ნაცხი რაგაც ჯაგრისით ავიღეო და მაგან იცის ყელის გაღიზიანებაო და შეიძლება წამოგსვლოდაო.ძალიან გთხოვთ ამიხსნათ რა შემთხვევაში შეიძლება დაერღვეს ქალიშვილ გოგოს აპკი,ანდა რატომ წამომივიდა ნაცხის აღების შემდეგ მოვარდისფრო გამონადენი.გთხოვთ ველი თქვენს პასუხს.წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი
პასუხობს ექიმი გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელი, ქეთევან ქარქაშაძე: - ექიმმა ნაცხი აიღო სპეციალური ჯაგრისით, ე.წ. ბრაშით, რომელმაც გააღიზიანა საშვილოსნოს ყელი, რისი შედეგიც იყო ვარდისფერი გამონადენი. საქ. აპკი შეიძლება დაირღვეს მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედებით (სქესობრივი კავშირი, ტრამვა, სამედიცინო ჩარევა და ა.შ.). თუ თქვენ მსგავსი შემთხვევა არ გქონიათ, ე.ი. თქვენი აპკი უბრალოდ ესეთი ფორმისაა. საერთოდ, საქალწულე აპკების ფორმა მრავალგვარია.