,ჩემს პატარას,რომელიც 2 თვის არის, კისერი ოდნავ გა... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობა,ჩემს პატარას,რომელიც 2 თვის არის, კისერი ოდნავ გადახრილი აქვს მარჯვნივ, ყოველთვის როდესაც წევს მუცელზე თავს დებს მარჯვენა ლოყით და არაფრით არ ჩერდება მარცხენა ლოყით,იქნებ მიპასუხოთ,არის თუ არა ეს დარღვევა და საყურადღებო.

პასუხი
-სავარაუდოდ კისერმრუდობასთან გვაქვს საქმე. ეს არის კისრის დეფორმაცია. ამ დროს თავი დახრილია ცალ მხარეს და ოდნავ უკან არის მიბრუნებული. კისერმრუდობა უმეტესად ცალმხრივია, კისერმრუდობა შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილ კუნთოვან კისერმრუდობას სიხშირით მესამე ადგილი უკავია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილ დაავადებებს შორის. ის უმეტესად გოგონებს აღენიშნებათ და, წესისამებრ, მარჯვენამხრივია. თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზი ყველაზე ხშირად მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის პათოლოგიაა. თანდაყოლილი კისერმრუდობის დროს, სავარაუდოდ, ერთმანეთს ერწყმის მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების განვითარების მანკი და მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა. ტრავმას თან სდევს კუნთში სისხლჩაქცევა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწიბური და კუნთი მოკლდება. თუ კისერმრუდობას დროულად არ ვუმკურნალეთ, სახის ასიმეტრია გაძლიერდება, ხერხემალი კისრის მიდამოში გამრუდდება და შესაძლოა, შესამჩნევი გახდეს განსხვავება ყურების ნიჟარების ზომასა და ფორმას შორის. ნებაზე მიშვებული კისერმრუდობა 6-7 წლის ასაკში უკვე მკვეთრად არის გამოხატული: ბავშვს თავი მობრუნებული აქვს, მხრები - აწეული, სახე, ყბები და ხერხემლის კისრის ნაწილი - ასიმეტიული, თვალი და წარბი დავადებულ მხარეს უფრო დაბლა მდებარეობს, ირღვევა ხახის განვითარება, იზრდება დვრილისებრი მორჩი, რომელზეც მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთია მიმაგრებული. შესაძლოა, შეიცვალოს სასმენი მილის მიმართულება. მკურნალობა.
კისერმრუდობის ადრეული გამოვლენისას პროგნოზი საიმედოა, ხოლო ნებაზე მიშვებული ფორმის შემთხვევაში, როცა ქალას ასიმეტრიულობა უკვე ფორმირებულია, სასურველი შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. თუ კისერმრუდობა სამშობიაროშივე გამოვლინდა, ახალშობილს საწოლში თავისებურად - ჯანმრთელი მხარით კედლისკენ - აწვენენ. გარდა ამისა, ბავშვი ისე უნდა ვკვებოთ, რომ თავის დაავადებულ მხარეს მობრუნებას ცდილობდეს. სამშობიაროშივე ინიშნება მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მასაჟი ორივე მხარეს, სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ კი - სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი და ფიზიოთერაპია. ზოგჯერ საჭიროა სპეციალური საყელოს ტარება. კისერმრუდობის გასწორება ხშირად პირველივე წლის მიწურულისთვის ხერხდება. თუ ორი წლისთვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ტარდება დაავადებული კუნთის პლასტიკური ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თვე-ნახევრით ადებენ თაბაშირს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კი ბავშვმა სპეციალური თავის დამჭერი უნდა ატაროს, ჩაუტარდეს ფიზიოთერაპიული პროცედურები და სამკურნალო ფიზკულტურა.
კომენტარები
04 ნოემბერი 2019 12:23
ჩემი პატარა 7 თვის არის და ეხა შევატყე რომ ცოტა ცერად იყურება დგეს ცოტა უკეთ აქვს თაავი და 3 დგეა რაც ეს შევამჩნიე და დაგვიანებული ხომ არ იქნებაა რომ წავიყვანო ექიმთან
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად