ვარ 23 წლის მეძუძური დედა,ბავშვი მყავს 3 თვის. ორს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-01-2012

-გამარჯობათ,ვარ 23 წლის მეძუძური დედა,ბავშვი მყავს 3 თვის. ორსულობისას ძალიან მოვიმატე წონაში,ვარ 85კგ,და 156 სმ. წონასთან დაკავშირებული პრობლემები,სამწუხაროდ ყოველთვის მქონდა,მაგრამ ამჯერად,მთელი 25 კგ მოვიმატე,და ამ 3 თვის მანძილზე,1 კგც ვერ დავიკელი,მიუხედავად იმისა,რომ ვცდილობ დავიცვა მეძუძური დედისთვის მისაღები დიეტა,ვვარჯიშობ ყოველ დღე საათნახევარი,2 საათი,ბევრს დავდივარ ფეხით,როცა ბავშვს ვასეირნებ კალიასკით,თან ტემპში დავდივარ საკმაოდ.. მაგრამ უშედეგოდ ყველაფერი:( მირჩევთ თუ არა,რომ ამ პრობლემით ენდოკრინოლოგთან მივიდე? შესაძლებელია თუ არა,რომ რაიმე ენდოკრინულ დარღვევას ქონდეს ადგილი?

პასუხი
-მშობიარობის შემდეგ სწრაფად გახდომა დაუშვებელია. ორსულობის დროს, უმთავრესად - მეორე ნახევარში, ქალი ყოველთვის იმატებს წონას (საუკეთესო შედეგია 12-15 კგ-ის მომატება). მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ფონი ორი წლის განმავლობაში თანდათან უბრუნდება ნორმას.
ამის შემდეგ ქალი, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა არ აქვს დარღვეული, ორსულობამდელ ფორმას ადვილად იბრუნებს, სხვებს კი შესაძლოა გაუჭირდეთ - ისინი არათუ არ იკლებენ, არამედ იმატებენ კიდეც წონას. ქალების უმრავლესობა წონაში პირველი ორსულობისას იმატებს, ხოლო 25% - მეორე ორსულობისას. ეს მაშინ, როდესაც ქალი მიდრეკილია სიმსუქნისკენ, არარაციონალურად იკვებება და ცოტას მოძრაობს. კვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი და ჯანსაღი ცხოვრების ნირით შეიძლება არასასურველ გენეტიკასაც კი გავუმკლავდეთ. სასრგებლო რჩევებს მიიღებთ თუ გაეცნობით ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ნანა ხუცაიძის სტატიას „სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ“, მისამართი
http://mkurnali.ambebi.ge/index.php/qali/rchevebi/1340-2009-06-21-19-45-23.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად