მყავს წლის და ორი თვის პატარა,შუა დღეს მშვიდათ ძინ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

28-01-2012

-მყავს წლის და ორი თვის პატარა,შუა დღეს მშვიდათ ძინავს მაგრამ ღამე სულ წრიალებს,არაფერი აწუხებს,ოთახში სითბოა,არ ცხელა,არ შია,ცყალს ვაძლევ ხან ჩაის,და მაინც სულ წრიალებს,ნევროპათოლოგმა მითხრა უკვე ჩვევად აქვსო,როგორ გადავაჩვიო ან რა მოვუხერხო,დაბადებიდან ღამე ძილი არ ქონდა,6თვისას რიპიმილის სეროფი დავალევინე და შედარებით დამშვიდდა,ბოლო 2თვეა ისევ აურია,იქნებ მირჩიოთ რამე,მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ერთი წლისთვის ბავშვს დღეღამეში 13 საათი ძინავს. თუ ბავშვი ნორმალურად ვითარდება, მაგრამ ამ მაჩვენებლებზე 1 ან 2 საათით მეტი ან ნაკლები სძინავს, მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვს.
* მიაჩვიეთ ბავშვი სისტემატურად ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას.
* დაძინების ხელშემწყობად ბევრი რამ შეგიძლიათ აქციოთ: წყნარი მუსიკა, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება, ჰიგიენური პროცედურები... ყველაფერი, რაც ყოველ საღამოს მეორდება, პირობით რეფლექსად იქცევა და ორგანიზმს მიანიშნებს რომ ძილის დროა.
* გააკონტროლეთ ბავშვის კვება: საღამოს და ძილის წინ საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ნურც მშიერს დაწვენთ და ნურც ზედმეტად მაძღარს. ძილის წინ ნუ მისცემთ კოფეინის შემცველ ტკბილეულს (ჩაის, შოკოლადს, კოკა-კოლას).
* წაუკითხეთ მშვიდად.
*დაძინებამდე 6 საათის განმავლობაში ბავშვი ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას მოარიდეთ.
*არასოდეს გამოიყენოთ ძილი დასჯის მეთოდად.
მედიკამენტი შესაძლოა იყოს ეფექტური, მაგრამ ეს ბოლო არჩევანია. ის მოქმედებს შედეგზე და არა მიზეზზე;
ყველაზე კატეგორიული აკრძალვა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, უნდა იყოს ის, რომ ბავშვს არ უნდა ეძინოს თქვენთან ერთად. მას უნდა ეძინოს თავის საწოლში!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად