,ვარ 14 წლის.ზამთარშიც და ზაფხულშიც მაწუხებს ოფლია... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

28-01-2012

-გამარჯობა,ვარ 14 წლის.ზამთარშიც და ზაფხულშიც მაწუხებს ოფლიანობა იღლიის არეში.თავდაპირველად დეზოდორანტებს ვხმრობდი მაგრამ შემდეგ გავიგე რომ ის ორგანიზმისათვის მავნე იყო და როგორც მირჩიეს სოდის გამოყენება დავიწყე.სოდა ნამვილად ეფექტურია,პირდაპირ ვისმევ და ოფლის სუნსაც აქრობს(იბრალოდ მაისურს ახუნებს,რომელსაც ყოველდღიურად ვრეცხავ).მაინტერესებს არის თუ არა საშიში ჩემი ორგანიზმისათვის სოდა?და თუ არის ის საშიში სხვა რა გამოვიყენო ხალხური მედიცინიდა?

პასუხი
-ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ "ოჯახის მკურნალის" ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდს:

"ოფლდენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი იარაღი დეზოდორი-ანტიპერსპირანტი გახლავთ. მის შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც ოფლდენას თრგუნავს: ალუმინის, ტყვიის, თუთიის, რკინის მარილები, ფორმალდეჰიდი, ეთანოლი (სპირტი). ზოგიერთი ანტიპერსპირანტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თრგუნავს ბაქტერიების გამრავლებას და ამგვარად ხელს უშლის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
მოხერხებული და იოლი მოსახმარი რომ იყოს, ანტიპერსპირანტები გამოდის ბურთულიანი (როლლ), ფანქრისებრი (სტიცკ), აეროზოლისა (სპრაყ) და კრემის ფორმით.
ნაკლოვანებები: ეფექტი შესაძლოა ხანმოკლე გამოდგეს, ხოლო ნივთიერებამ ალერგია გამოიწვიოს.
დეზოდორის შერჩევა სერიოზული ამოცანაა. რა უნდა ვიცოდეთ, რომელი ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას?

სპრეის ტიპის დეზოდორები გაძლიერებული ოფლდენისას უფრო ეფექტურია. ისინი სიგრილის შეგრძნებას გვანიჭებს, თუმცა, სამწუხაროდ, მგრძნობიარე, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი კანი მათ ყოველთვის ვერ ეგუება. ამასთანავე, დეზოდორების ეს სახეობა არაეკონომიურია.
ფანქრები მოხერხებულია მოგზაურობის დროს _ არ იღვრება, არ იფრქვევა და ბარგში დიდ ადგილს არ იკავებს. ისინი, ისევე როგორც მათი ბურთიანი ანალოგები, კანს იშვიათად აღიზიანებს, მაგრამ შესაძლოა გამოაშროს.
დეო-გელსა და დეო-კრემს ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს. ამასთანავე, ერთიცა და მეორეც არაჩვეულებრივად არბილებს კანს, მაგრამ საკმაოდ ძვირია.
პარფიუმერიული სურნელოვანი ტალკი შეუდარებელია ზაფხულის საღამოს. ამ ტალკით არა მარტო იღლიის ფოსოს, არამედ დეკოლტეს ზონის დაფარვაც შეიძლება. ის კანს ატლასივით აბზინებს, ტანსაცმელზე კი ლაქებს არ აჩენს.
მშრალი კანისთვის ტალკი არ გამოდგება.
თუ თქვენი ორგანიზმი ოფლს უხვად გამოყოფს, მაგრამ მისი მკვეთრი სუნი არ გაწუხებთ, ანტიპერსპირანტის შეძენას გირჩევთ. მის შემადგენლობაში შედის ალუმინისა და თუთიის მარილები, ფორმალდეჰიდი, სალიცილის მჟავა, ეთილის სპირტი, რომლებიც ნაწილობრივ ახშობენ საოფლე ჯირკვლების სადინარებს და ოფლის გამოყოფას დაახლოებით ორჯერ ამცირებენ, მაგრამ მისი ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია.
ადგილობრივი ოფლდენისას ყველაზე ეფექტურია ფორმალდეჰიდის შემცველი პრეპარატები. ასეთია, მაგალითად, ფორმაგელი. მას აქვს მადეზინფიცირებელი მოქმედება და ნებისმიერი წარმოშობის ჰიპერჰიდროზს თრგუნავს. ფორმაგელი თხელ ფენად უნდა დაიდოთ იმ არეებში, რომლებიც მეტისმეტად გიოფლიანდებათ. ერთი პროცედურა ოფლიანობას 7-10 დღით ამცირებს. შემდეგ პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. მკვეთრი ოფლიანობისას ფორმაგელი შეგიძლიათ 2-3 დღე ზედიზედ იხმაროთ.
ფორმაგელს არ აქვს გამაღიზიანებელი, ალერგიული ან იმუნოტოქსიკური მოქმედება, მაგრამ მისი ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას კანი შესაძლოა გამოშრეს.
არ შეიძლება ფორმაგელის გამოყენება კანის ანთებითი დავადებების დროს, გაპარსვისთანავე ან ეპილაციის შემდეგ.
ლოკალური იღლისქვეშა ჰიპერჰიდროზის დროს ეფექტურია ალუმინის 20%-იანი ხსნარი, რომელიც ძილის წინ უნდა შეისხუროთ იღლიაში (პირველ კვირას _ ყოველდღიურად, შემდეგ _ კვირაში1-2 ჯერ).
გაცილებით მოხერხებულია ბურთულიანი ანტიპერსპირანტი, რომელიც შეიცავს 12,6%-იან ალუმინის ქლორიდს ჟელეს სახით. მასაც ძილის წინ ისვამენ. დილით თამამად შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი (არ შეგეშინდეთ პრეპარატის ჩამორეცხვის) და ჩვეულებრივი დეზოდორიც ისხუროთ. ეფექტი პირველივე დღიდან აშკარაა.
სასურველია, პირველ კვირას პრეპარატი ყოველდღიურად გამოიყენოთ, შემდეგ _ კვირაში1-2ჯერ. თუ კანი გაგიღიზიანდათ, 1 დღით შეისვენეთ.
ფეხების ოფლიანობას შეგიმსუბუქებთ ფეხსაცმლის სპეციალური საფენები, რომლებიც სისველეს იწოვს და სუნს ანეიტრალებს. ეფექტიანია სპეციალური ფხვნილიც, რომელსაც ფეხსაცმელში ყრიან.
თუ ოფლი მკვეთრი და უსიამოვნო სუნით გამოირჩევა, მაშასადამე, თქვენს კანზე ბაქტერიები მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს. ასეთ შემთხვევაში გამოგადგებათ დეზოდორი, რომელიც ტრიკლოზანს ან ფარნეზოლს შეიცავს.
ტრიკლოზანი ძლიერია და ეფექტურად თრგუნავს მიკრობების გამრავლებას, მაგრამ აგრესიულიც გახლავთ.
ფარნეზოლი, რომელიც ეთერზეთების სინთეზის გზით მიიღება, არც ისე ეფექტურია, მაგრამ ზოგავს კანის ბუნებრივ მიკროფლორას. ფერმკრთალმა, მგრძნობიარე კანის პატრონმა ქალებმა უმჯობესია ფარნეზოლის შემცველი საშუალება გამოიყენონ.

`მაშასადამე, ვყიდულობთ ანტიპერსპირანტს და ყველა პრობლემა ხელის ერთი მოსმით წყდება~, _ იტყვის ზოგიერთი თქვენგანი. ნუ იჩქარებთ. საქმე ის არის, რომ კანის ნორმალური მიკროფლორისთვის ოფლის გამოყოფა აუცილებელია _ სხვაგვარად კანი ბუნებრივ დამცავ ფენას დაკარგავს. ასე რომ, მუდმივად ანტიპერსპირანტების ხმარებას არ გირჩევთ.
არსებობს ორმაგი ეფექტის მქონე დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტიც, რომელიც ოფლის გამოყოფასაც ამცირებს და მიკრობებსაც სპობს.

თუ ჰიგიენური კოსმეტიკის საშუალებებმა არ გიშველათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ჰიპერჰიდროზი ზოგჯერ ნერვულ, ენდოკრინულ და ნივთიერებათაAცვლის დარღვევებზე მიუთითებს.

პარფიუმერიის სურნელი
პაფიუმერიული დეზოდორები ყვავილებისა და ხილის არაჩვეულებრივ არომატებს აკმევს. დანამატები, რომლებსაც მათი წარმოებისას იყენებენ, თითქმის ისეთივეა, როგორიც საპნის, კრემისა და სუნამოს დანამატები. ასეთი დეზოდორების უმეტესობას დროებითი ეფექტი აქვს _ ოფლის სუნს მხოლოდ რამდენიმე საათით ახშობს. მათ მხოლოდ იმ იღბლიან ქალბატონებს თუ ვურჩევთ, ვისაც არც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და არც ოფლის უსიამოვნო სუნი.

სპირტიანი დეზოდორები

სპირტს, მოგეხსენებათ, ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს, ამიტომ მრავალი ოფლის საწინააღმდეგო საშუალების შემადგენლობაში შედის. მას შეიცავს მყარი დეზოდორებიც.
სპირტის შემცველი საშუალებების მთავარი ნაკლი ის არის, რომ კანს აშრობს და აღიზიანებს.
თუ დეზოდორი სპირტს შეიცავს, სასურველია, ის მცენარეული კომპონენტებით იყოს გამდიდრებული. ბალახეული (გვირილსი, პიტნის, სუროს) ექსტრაქტები კანს აწყნარებს და გაღიზიანებას აცხრობს.

რა უნდა გვახსოვდეს დეზოდორის გამოყენებისას:
. ისხურეთ (წაისვით) აუცილებლად სუფთა და მშრალ კანზე.
. რეგულარულად (განსაკუთრებით _ ზაფხულობით) დაიბანეთ და გაიპარსეთ იღლიები _ თმა აკავებს უსიამოვნო სუნს და ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.
. კანის გაწითლებისა და გაღიზიანებისას დეზოდორ-ანტიპერსპირანტის გამოყენებას დროებით ერიდეთ. ნურც სპირტის შემცველ დეზოდორებს გამოიყენებთ. ამ პერიოდში უმჯობესია ჩვეულებრივ ან საბავშვო ტაკლზე გადახვიდეთ.
. არ გამოიყენოთ ანტიპერსპირანტები ყოველდღიურად.
. არ ისხუროთ (წაისვათ) ისინი აბანოში ან საუნაში წასვლის წინ _ სიცხემ შესაძლოა კანის ალერგია გამოიწვიოს.
. სუნამოსთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ უსუნო დეზოდორი.
. თუ დეზოდორსა და სუნამოს ერთდროულად იყენებთ, ეცადეთ, ისინი ერთი და იმავე სერიისა იყოს. სურნელთა აღრევა ირგვლივ მყოფებსაც `დააფრთხობს~ და შესაძლოა, ბაქტერიების ზრდის პროვოცირებაც მოახდინოს.
. თუ დეზოდორის გამოყენების შემდეგ კანზე სიწითლე გაგიჩნდათ ან აგექავათ, მასზე უარი თქვით.
. გაძლიერებული ოფლდენის დროს ერიდეთ ცხარე, სანელებლით უხვად შეზავებულ საკვებს, ყავას, ჩაის _ ისინი საოფლე ჯირკვლების მუშაობას აძლიერებს.
. ნუ ჩაიცვამთ იღლიებში მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს. თბილ ამინდში უმჯობესია ნატურალური ქსოვილის სამოსი ატაროთ.~
დაბოლოს, საზარდულის მიდამოს ჰიპერჰიდროზი იშვიათია, მაგრამ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ხშირად უნდა დაიბანოთ ( საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით და ჩაიცვით თავისუფალი ბამბის საცვლები. კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანა და ტალკი. თუ არ გაქვთ ხშირ-ხშირად შხაპის მიღების საშუალება, მაშინ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (3%). ბამბის ტამპონი დაასველეთ მასში და გაიწმინდეთ პრობლემური არე. გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ შეეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი კვება და დაიკლოთ წონაში."
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად