!მყავს 2 წლის ბიჭი. ღამით ხანდახან ახველებს. სხვა ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
27-01-2012

-გამარჯობა!მყავს 2 წლის ბიჭი. ღამით ხანდახან ახველებს. სხვა ჩივილები არ აქვს.ორ ექიმს გავასინჯე და ყველაფერი წესრიგში აქვს. სისხლის ანალიზი კარგი აქვს.მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
-ხველა ღამის საათებში სინუსიტს, ადენოიდს, ცხვირით სუნთქვის დარღვევას ახასიათებს და შესაბამის მკურნალობას მოითხოვს. ხომ არ ქონდა ბავშვს ვირუსული ინფექცია, ხომ არ აღენიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხომ არ უჭირს ცხვირით სუნთქვა, დააკვირდით ღამით პირით ხომ არ სუნთქავს. თუ ამ მხრივ პრობლემები არ არის, მაშინ ხომ არ არის ამის მიზეზი სახლში მაღალი ტემპერატურა და ოთახში ზედმეტად მშრალი ჰაერი, მშრალი, ცხელი ჰაერი აღიზიანებს სასუნთქ გზებს და ხველა ძლიერდება,დაწიეთ ოთახში ჰაერის ტემპერატურა, უფრო ცივი ჰაერი უფრო ტენიანი იქნება;
მიეცით დღის მანძილზე ბევრი სითხე წყლის, წვენის, ბულიონის სახით; ის არბილებს მშრალ ხველას და ხელს უწყობს ნახველის წარმოქმნას და მის გამოყოფას. გამორიცხეთ ალერგიული ფაქტორი.
და ბოლოს, თუ ხველა ძალიან შემაწუხებელია შეიძლება ხველების წამლის გამოყენებაც, არაძლიერი, რომელსაც ექნება ნახველის დამარბილებელი და ამოსახველებელი ეფექტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად