მაინტერესებს სტეროიდების მიღება რას გამოიწვევს ჯან... | ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფარმაკოლოგია

კატეგორია - ფარმაკოლოგია

25-01-2012

-მაინტერესებს სტეროიდების მიღება რას გამოიწვევს ჯანმრთელი ადამინის ორგანიზმში, ანუ კონკრეტულად ომნადრენი ეგეთი სახელწოდების სტეროიდი თვეში 3 ამპულა რომ ჯანმრთელმა სპორტსმენმა ადამიანმა გაიკეთოს, ეგ არის რეკომენდებული და შეიძლება თუ მხოლოდ ავადმყოფებისათვის არის ეგ წამალი? ანუ ეგ პირადად მინდა მე გავიკეთო,  რადგან ძალიან ბევრს ვავრჯიშობ ტრენაჯორებზე და მირჩიეს ენერგიისთვის და კუნთების ზრდისთვის და თქვენაგანაც მივიღო რჩევა, რას მეტყვით ამის შესახებ. 

პასუხი
-ომნადრენი მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის შემცველი საკმაოდ სერიოზული პრეპარატია. სარგებლობა, რომელსაც ის მოგვიტანს დანიშვნის შემთხვევაში მეტი უნდა იყოს, ვიდრე მისი მიღებით გამოწვეული ზიანი. ჯანმრთელთათვის კი მისი მიღება დაუშვებელია, რადგანაც ომნადრენის გვერდითი ეფექტებია ფერიმჭამელები, გინეკომასტია, შეშუპებები, ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, ხშირი ერექცია, ჰიპერკალციემიის სიმპტომები, ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი სქესობრივი აგზნება, სპერმატოზოიდების წარმოქმნის და მათი მომწიფების პროცესის დარღვევა, თრომბოფლებიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება, ძვლების ტკივილი, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ლიბიდოს გაძლიერება, სითხის გამოყოფის პროცესის შეფერხება ორგანიზმიდან და შეშუპებები. იშვიათად: ინსულინრეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინის მიმართ ტოლერანტობის მომატება.
ქალებში პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ვირილიზაციის სიმპტომები, ხოლო  ინექციის ადგილას- ტკივილი, ქავილი და ჰიპერემია.
ომნადრენის მიღების უკუჩვენებებია წინამდებარე ჯირკვლის კიბო ან ეჭვი მასზე. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენება ასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, წვევამდელებში, სქესობრივ მომწიფებამდე და ხანდაზმულ მამაკაცებში არ არის ნებადართული
კომენტარები
10 ოქტომბერი 2015 00:38
შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის მიგება სიმსივნეზე ნამკურნალებმა მამაკაცმა. რა შედეგებს გამოიწვევს ის..?
30 იანვარი 2015 16:58
გთხოვთ მომწეროთ როგორ მიიგოს მამაკაცმა ომნადრენი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად