საკვერცხეების ანთება და სოკოვანი გამონადენი მაქვს ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

23-01-2012

-საკვერცხეების ანთება და სოკოვანი გამონადენი მაქვს და ამის მიზეზია რომ ორსულად არ ვრჩები? ვარ 7თვის გათხოვილი ვარ....

პასუხი
- საკვერცხეების ანთება, როგორც წესი მიმდინარეობს საშვილოსნოს მილის, ანუ კვერცხსავალის ანთებასთან ერთად და მას სალპინგოოფორიტს, ან სხვანაირად ადნექსიტს უწოდებენ. ის ხშირად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება, ბოლო წლებში იმატა საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, თუ რა გზით შეიჭრა გამომწვევი, საკვერცხეების ანთება არის ეკზოგენური (აბორტის შემდეგომი, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები), პირველადი (ინფექცია ვრცელდება სასქესო გზების ქვედა ნაწილიდან) და მეორადი (ინფეცია ვრცელდება ახლომდებარე ორგანოებიდან, მაგ აპენდიქსი).
ანთების გამომწვევის დასადგენად საჭიროა ნაცხის მიკრობიოლოგიური კვლევა. ყველაზე ხშირად ანთებას იწვევს გონოკოკი, ქლამიდია, მიკიოპლაზმა, ტრიქომონადი.
დაავადების გამწვავებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაღლა, გაციება და სტრესი. თუ არ ჩატარდა დროული მკურნალობა, სალპინგოოფორიტი გადავა ქრონიკულ ფორმაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია პერიოდულად გამწვავებები. საშვილოსნოს დანამატების ქრონიკული ანთების ერთ-ერთი ძირითადი გამოვლინებაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც ამ დიაგნოზის პაციენტთა ნახევარზე მეტს აღენიშნება. მენსტრუაცია ხდება მტკივნეული, გამონადენი შეიძლება იყოს როგორც ჭარბი, ასევე მწირი. შესაძლებელია, გამონადენი აღინიშნებოდეს მენსრუაციამდე, ან მის შემდგომ პერიოდში. ტკივილს ავადმყოფის ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის მოშლაც ახლავს თან (ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, შრომის უნარის დაქვეითება, ადვილად დაღლა და სხვა). ადნექსიტით დაავადებული უშვილობის პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს.
ადნექსიტის მკურნალობა (განსაკუთრებით მწვავეს) ტარდება - ანტიბიოტიკებით; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით; მადენსესიბილიზებელი პრეპარატებით; ტკივილგამაყუჩებლებით.
ქრონიკული სალპინგოოფორიტის მკურნალობის დროს აუცილებელია: ანთების საწინააღმდეგო თერაპია; მადესენსიბილიზებელი თერაპია; ტკივილგამაყუჩებლები; ვიტამინები და იმუნოსტიმულატორები; ფიზიოთერაპია; ბალნეოთერაპია; ვაგინალური აბაზანების და გინეკოლოგიური მასაჟების კურსი.
ქრონიკული სალპინგოოფორიტის მკურნალობა თუ არ ჩატარდა, გაჩნდება ნაწიბურები, დაირღვევა საშვილოსნოს მილის გამტარებლობა, გახშირდება საშვილოსნოს გარე ორსულობა და უშვილობა.
სოკოვანი ინფექციის რეციდივი (განმეორებითი განვითარება) დღეს სერიოზული პრობლემაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სოკოვანი ინფექციის გამომწვევი აგენტები (სოკოები) გარემოში ფართოდაა გავრცელებული და მეორეც, მისი განვითარების მიზეზი თავად ადამიანის ორგანიზმში დევს – ორგანიზმის იმუნური თვისებების დაქვეითებაა სოკოვანი ინფექციის გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი პირობა. ამიტომ სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად აუცილებლად უნდა იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. გარდა ამისა რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მეუღლის მკურნალობაც. ეფექტური და შედეგიანი მკურნლობისთვის რეკომენდებულია, კურსის ბოლომდე შევიკავოთ თავი სქესობრივი კონტაქტისგან.
სოკოვანი ინფექცია უშვილობას არ იწვევს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
16 მარტი 2015 20:04
არ შეილება სახლის პირობებში რო ვიმკურნალო? ექიმთან ვერ მივდივარ ჯერ არადა მაქვს გართულებული მაქვს გამონადენი ტკივილები და გასიებები ორივე მხარეს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად