ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს შეიძლება თუ არ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

20-01-2012

-ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს შეიძლება თუ არა დილით ყავის და დღის მანძილზე 2-3 ჭიქა მწვანე ჩაის მიღება?

პასუხი
-ყავა
ყავა შარდმდენია და ორგანიზმის გაუწყლოვნებას იწვევს. ამიტომ ორსულმა უნდა დაივიწყოს ყავის დიდი დოზები. იმის მაგივრად, რომ ორსულობის პირველ ნახევარში მოხდეს მზადება წყლის დეფიციტის სათანადოდ შესახვედრად, ამ სასმელს პირიქით, გამოყავს სითხე ორგანიზმიდან. გარდა ამისა, აძლიერებს გულისცემას, რომელიც ისედაც აწუხებს ორსულს და ზრდის არტერიულ წნევას, რაც ორსულობის დროს საკმაოდ საშიშია. ორსულობის დროს ყავის (კოფეინიანი პროდუქტების) მიღებასთან დაკავშირებით მეცნიერთა აზრი ორადაა გაყოფილი. ერთნი ქალებს ორსულობის პერიოდში ყავის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, მეორენი კი, თუ ორსული ჯანმრთელია და ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, ორსულებს არ უშლიან დღეში 1-2 ფინჯანი ყავის დალევას. ამიტომ გირჩევთ, ყავის მიღებასთან დაკავშირებით თქვენს გინეკოლოგთან გაიარეთ კონსულტაცია.
ჩაი
ერთი ჭიქა მაგარი ჩაი შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე იგივე რაოდენობის ყავა. ამიტომ ჩაისთანაც სიფრთხილე გმართებთ და არ უნდა გაერთოთ მისი სიმაგრით. მწვანე ჩაის აქვს მომატყუებელი ბაცი ფერი, რაც ნაკლებ სიმაგრესთან ასოცირდება - ეს ილუზიაა და ორსულებში მისი გამოყენების უპირატესობა შავ ჩაისთან შედარებით მითია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად