გმადლობთ ესეთი სიკეთისთვის.მყავს ძმა რომელიც არის3... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

19-01-2012

-გმადლობთ ესეთი სიკეთისთვის.მყავს ძმა რომელიც არის36 წლის ღამეები საერთოდ არ ძინავს.ამის გამო მეორე დღეს ვერ მიდის სამუშაოდ,ამჟამად ვიმყოფებით უცხოეთში.ექიმთან არ მიდის.თან აწუხებს დეპრესიის ნიშნები.იქნებ დამეხმაროთ რამე ეს ძილის პრობლება რო მოეხსნას რას მირჩევდით.მადლობთ.

პასუხი
-თავდაპირველად გეტყვით, რომ უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია. მაგალითად, უძილობას იწვევს: ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა, მოუხერხებელი საწოლი, არასასიამოვნო გარემო საძინებელში; ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება; ძილის წინ მაღალკალორიული საკვების მიღება; არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა; ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა (მაგალითად, სამუშაოდ ღამის ცვლაში გადასვლა, დროის სარტყლის შეცვლა); სტრესი და ემოციური გადაძაბვა; დეპრესია და ნევროზი; სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი); ტკივილი; რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი.
დასაწყისში შეეცადეთ მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი, რაზეც ზემოთ მიგითითეთ ყურადღება მიაქციეთ ამ მიზეზების აღმოფხვრას, ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად, ამასთან, ვახშამი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა მიიღოთ; ნერვული დაღლილობის მოსახსნელად სასარგებლოა აბაზანის მიღება ძილის წინ 10-15 წუთის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა – 38-40 გრადუსი უნდა იყოს. ასეთი აბაზანა უფრო ეფექტური იქნება, თუ მასში ჩაუმატებთ დამამშვიდებელ ბალახებს.
თუ შედეგს ვერ მიიღებთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს, სწორედ იგი შეგირჩევთ გამოკვლევის შემდეგ ეფექტურ პრეპარატს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად