-როგორ გადავლახოთ შიში ურთიერთობის წინაშე? დავიწყოთ ელემენტარულით, რასაც შეძლებთ დახმარების გარეშე.
►ურთიერთობაში თავისუფლად იგრძნობთ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა კონცენტრაციას გაუწევთ არა შინაგან განცდებს, არამედ ურთიერთობის პროცეს. არსებობს საინტერესო პარადოქსი: დატოვებთ კარგ წარმოდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა არ ცდილობთ ამას. გავიხსენით როგორ შედის ურთიერთობაში ბავშვი, ის არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეხედავს სხვა, ან რას იტყვის მასზე. ბავშვი სრულად არის ჩართული პროცესში.
►გახსოვდეთ რომ კომპლექსები ყველას აქვს, მაგრამ ყველა არ ქმნის ამის გამო ტრაგედიას.
►დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი თავდაუჯერლობის მიზეზი და რისი გეშინიათ.
►ვერასოდეს ვერ გააუმჯობესებთ სოციალურ კონტაქტებს თუ უბრალოდ წაიკითხავთ კარგ ლიტერატურას ამის შესახებ. ვერ ისწავლით ცურვას თუ არ შეხვედით წყალში. სცადეთ ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა სიტუაციებში. გამოსცადეთ საკუთარი თავი.
გახსოვდეთ რომ ცვლილებები ერთ დღეში არ მოხდება.