შეიძლება თუ არა სახლის პირობებში სოკოზე მკურნალობა... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
16-01-2012

-შეიძლება თუ არა სახლის პირობებში სოკოზე მკურნალობა, ბეტადინის ხსნარით გამორეცხვა და მაინტერესებს ჩემმა მეუღლემაც თუ უნდა იმკურნალოს და როგორ?გმადლობთ.

პასუხი
-მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. თვითმკურნალობის დროს არასწორად შერჩეულმა პრეპარატებმა შესაძლოა დროებით გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ დაავადება არ განკურნოს. მკურნალობის მეთოდის არჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაზიანების ფართობი და ფორმა, სოკოს გავრცელების ხარისხი, თანმხლები დაავადებების არსებობა, ავადმყოფის ასაკი.
სოკოს საწინააღმდეგო გარეგანი პრეპარატები ეფექტურია დაავადების საწყის სტადიებში, შემდეგ მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად - სოკოზე უნდა ვიმოქმედოთ შიგნიდანაც.
სოკოს საწინააღმდეგო შინაგანი პრეპარატებით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისთვის მიზანშეწონილია რამდენიმე წესის დაცვა:
• უპირველეს ყოვლისა, დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს. სხვაგვარად მკურნალობის დანიშვნა არ შეიძლება.
• მკურნალობისას სასურველია სხვა მედიკამენტების მიღებისგან თავი შევიკავოთ.
• მედიკამენტები უნდა მივიღოთ სოკოს სრულ გაქრობამდე. პირველი საკონტროლო გასინჯვა უნდა ჩატარდეს 2 კვირის შემდეგ, მომდევნოები - თვეში ერთხელ. მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ ტარდება საკონტროლო ანალიზი.
ნაცხში სოკოს აღმოჩენისას საჭიროა განმეორებითი მკურნალობა.
აქვე გეტყვით, რომ აუცილებელია, ორივე სქესობრივმა პარტნიორმა ერთდროულად იმკურნალოს. სხვაგვარად განკურნებული პაციენტი პარტნიორისგან ხელმეორედ დაინფიცირდება.
კომენტარები
31 აგვისტო 2016 19:18
მარჯვენა ხელზე გამიჩნდა სოკო.როგორ ვიმკურნალო.ექიმთან არ ვყოპილვარ
23 აგვისტო 2014 10:09
maintereseb soko chxirebi orsulobis dros nayopistvis saprtxes carmoadgens?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად