მოგესალმებით, მაინტერესებს არის თუ არა შესაძლებებლ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

16-01-2012

-მოგესალმებით, მაინტერესებს არის თუ არა შესაძლებებლი გოგონას საქალწულე აპკი საერთოდ არ ჰქონდეს ან უფრო დაშვებულზე უფრო მოშორებით ჰქონდეს?

პასუხი
-საქალწულე აპკი საშოს ლორწოვანის ნაოჭია, რომელიც საშოს შესავალთან, მცირე სასირცხო ბაგეებიდან 2-3 სმ-ით ღრმად მდებარეობს. ეს ნაწილი ყველა ქალს სხვადასხვაგვარი აქვს. თავისებურია მისი ზომა, ფორმა, სისქე, სისხლძარღვებითა და ნერვებით მომარაგება. შესაბამისად, დეფლორაციაც სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.
ზოგიერთი გოგონა საქალწულე აპკის გარეშე იბადება (ამას აპლაზია ჰქვია), ზოგიერთს კი აპკი იმდენად განუვითარებელი აქვს, რომ მხოლოდ გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგად თუ აღმოაჩენენ.
საქალწულე აპკში (გარდა იშვიათი, პათოლოგიური შემთხვევებისა) არის ერთი ან რამდენიმე ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. არის შემთხვევები, როდესაც ამ ხვრელის სიფართოვის ან თვით აპკის ელასტიკურობის გამო პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ მისი მთლიანობა არ ირღვევა. ზოგიერთ გოგონას აპკი პენისის (მამაკაცის სასქესო ორგანოს) სიგანეზეც კი ეწელება. ასეთ შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დაურღვეველი აპკის პირობებში მიმდინარეობდეს და აპკი საბოლოოდ მშობიარობისას დაირღვეს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად