Triperi da shidsi ertidaigivea? | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
15-01-2012

-Triperi da shidsi ertidaigivea?

პასუხი
-ტრიპერი ანუ გონორეა და შიდსი სხვადასხვა ინფექციური დაავადებაა.
გთავაზობთ ინფორმაციას ამ დაავადებებზე.
გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. ინფიცირება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი აქტის დროს ხდება. საყოფაცხოვრებო ნივთების, მაგალითად, სააბაზანოს ღრუბლის, პირსახოცის, უნიტაზის სახურავის მეშვეობით ზრდასრული ადამიანის დასნებოვნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გოგონები ინფიცირდებიან დედის პირსახოცით გამშრალებისას, თუ მასზე შერჩენილია ჯერ კიდევ შეუმშრალი გონოკოკებით სავსე ჩირქი. გონორეას გონოკოკი იწვევს. შარდსადენ მილში მისი მოხვედრისას ვითარდება ურეთრიტი (შარდსადენი არხის ანთება). თუ გონოკოკი საშოში მოხვდა, აღმოცენდება კოლპიტი (საშოს ანთება) ან ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება). პირის ღრუში მოხვედრილი გონოკოკი იწვევს სტომატიტს (პირის ღრუს ანთებას), ტონზილიტს (ნუშურა ჯირკვლების ანთებას), ფარინგიტს (ხახის ანთებას), ხოლო სწორ ნაწლავში მოხვედრილი - პროქტიტს (სწორი ნაწლავის ანთებას). სიმპტომები და მიმდინარეობა.
დაავადების ფარული პერიოდი (გონოკოკი ორგანიზმშია, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ არის გამოვლენილი) რამდენიმე საათიდან 2-10 დღემდე გრძელდება. ქალებში გონორეა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა არცთუ იშვიათად სიმპტომების მართებული შეფასება მათი გამოვლენის შემთხვევაშიც ვერ ხდება. მაგალითად, საშოდან მოყვითალო-მოთეთრო გამონადენს, ჩვეულებრივ, კანდიდოზს (რძიანას) უკავშირებენ, შარდვის დროს ტკივილს - ცისტიტს, არადა ერთიც და მეორეც შესაძლოა გონორეაზე მიუთითებდეს. დაავადებისას ქალი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს მუცლის ქვედა არეში და სისხლიან გამონადენს მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში. მამაკაცებში გონორეა უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება: შარდსადენი არხიდან გამოიყოფა უსიამოვნო სუნის მქონე მოყვითალო-მოთეთრო ლორწო, შარდის გამოყოფის პროცესს უსიამოვნო შეგრძნებები (წვა, ტკივილი) ახლავს თან, სასქესო ასოს თავი წითლდება და შუპდება, შესაძლოა, მის ირგვლივ პატარ-პატარა წყლულებიც გაჩნდეს. გონოკოკური ფარინგიტი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ყელის ტკივილი აღმოცენდება. ყოველთვის არც პროქტიტის ამოცნობაა შესაძლებელი, იშვიათად თუ აღინიშნება სწორ ნაწლავში ქავილი და ფეკალურ მასებს მოჰყვება ლორწო და ჩირქი. თუ გონორეა 2 თვის განმავლობაში არ განიკურნა, ქრონიკულ ხასიათს მიიღებს და თვალების, სახსრებისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებას დაიწყებს. ქალებში ქრონიკული გონორეა საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის) ანთებას იწვევს და შესაძლოა, საქმე უშვილობამდეც კი მივიდეს. მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზიც ხშირად სწორედ შორსწასული გონორეაა.
დიაგნოსტიკა. გონორეაზე ეჭვის მიტანისთანავე უნდა მიმართოთ ვენეროლოგს. დღეს ამ დაავადების ანონიმურად მკურნალობაც შეიძლება. დიაგნოზს ჩივილებისა და გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. აუცილებელია შარდსადენი არხიდან გამონადენის ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე - სისხლისა და შარდის ანალიზი.
მკურნალობა. მკურნალობის მართებული სქემის შერჩევა მხოლოდ ექიმ ვენეროლოგს შეუძლია. ამჟამად გონორეას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, პარალელურად ზრუნავენ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და უნიშნავენ ფიზიოპროცედურებს. თუ ერთ-ერთ სქესობრივ პარტნიორს გონორეა აღმოაჩნდა, მეორემ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სათანადო მკურნალობა.
შიდსზე ვრცელი ინფორმაცია შეგიძლით მიიღოთ ჩვენს ვებ გვერზე განთავსებული მარიკა დვალის სტატიიდან „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი“
მისამართი
http://mkurnali.ambebi.ge/index.php/daavadebebi-mkurnaloba/infeqciuri/3017-adamianis-imunodeficitis-virusi.html?start=1
კომენტარები
25 სექტემბერი 2018 11:10
ამ შემთხვევაში მიმართეთ უროლოგს დაუყოვნებლივ
04 სექტემბერი 2018 06:56
იქნებ მიპასუხოთ რა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად