ვარ 23 წლის, მშობიარობის შემდეგ მაქვს შეძენილი გუ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

13-01-2012

- ვარ 23 წლის, მშობიარობის შემდეგ მაქვს შეძენილი გულის მანკი (მიტრალური სარქვლის სტენოზი და ნაკლოვანება 2 ხარისხის), ასევე ცოტა ხნის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია, რის შემდეგაც მაწუხებდა ყელის ძლიერი წვა (ნერწყვის ჩაყლაპვის დროსაც კი ძალიან მეწვოდა), რის გამოც 8 დღე სრულყოფილად ვერ ვიკვებებოდი (მიყვარდა ძალიან გემრიელად ჭამა.) უცებ მომიხდა ერთიანად საკვების აკრძალვა და სუსტად ვგრძნობდი თავს, ერთ ერთ ღამეს გამაღვიძა ყელის ძლიერმა წვამ და ვცდილობდი ისე დამედო თავი, რომ ტკივილი ნაკლებად მეგრძნო. მე მერე აღარაფერი მახსოვს და გადმოცემით როგორც მეუბნებიან, გულაღმა ვიწექი, კრიჭაშეკრული, მარცხენა ხელი გულზე მედო და ვკანკალებდი და ვხრიალებდი, თვალის გუგები გადატრიალებული არ მქონია, ფერი არ დამიკარგია, პულსი მესინჯებოდა, ნერწყვი არ მდიოდა, სახეზე ცივი წყლის მოსმის შემდეგ მოვსულვარ გონზე, მაგრამ ძილ ბურანში ვიყავი და გვიან გამოვფხიზლდი (ცნობიერებაც ნელ ნელა დამიბრუნდა). ამ შემთხვევამდე 10 დღით ადრე გავიკეთე ელექტროენცეფალოგრამა (ვემზადები გულის ოპერაციისთვის და ჩამატარებინეს გამოკვლევა), გამოკვლევამ არანაირი დარღვევა არ აჩვენა (ეპილეფსიური), მაინტერესებს შეილება თუ არა ეს შემთხვევა დაკავშირებული იყოს გულის დაავადებასთან და არა ეპილეპსიასთან ან საერთო სისუსტესთან (შიმშილთან), არის თუ არა შესაძლებელი ძილის დროს ნერწყვის გადაცდენას გამოეწვია ზემოთ აღწერილი სურათი? (მიჭირდა ნერწყვის ყლაპვა). მანამდე ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია. ძალიან გთხოვთ, თუა შესაძლებელი მალე მიპასუხოთ, მადლობა წინასწარ

პასუხი
- შემთხვევა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო გულის დაავადებასთანაც და ნევროლოგიურ მიზეზებთანაც, სამწუხაროდ მეტს ვერაფერს ვიტყვით, აუცილებელია დეტალური კვლევა


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად