სახეზე შავი წერტილების არსებობა რისი ბრალია და როგ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

13-01-2012

-სახეზე შავი წერტილების არსებობა რისი ბრალია და როგორ უნდა მოვიშორო?

პასუხი
-ცხიმიანი კანის ფორებში (ასეთ კანს უფრო ფართე ფორები აქვს, ვიდრე მშრალ კანს) მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება "შავი წერტილები" - კომედონები.
შავი წერტილების მოშორების საუკეთესო საშუალებაა კოსმეტოლოგთან კანის გაწმენდა.
სახლის პირობებშიც შეიძლება რამდენიმე პროცედურის ჩატარება, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებეფექტურია
მარილიანი პროცედურები: დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობენ ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით  როცა ეს მასა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად