მაინტერესებს რა სარგებლობა მოაქვს მიწა ვაშლას?და ... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
05-01-2012

-გამარჯობა მაინტერესებს რა სარგებლობა მოაქვს მიწა ვაშლას?და რა ვიტამინებს შეიცავს?

პასუხი
მიწა ვაშლა- ტოპინამბური შეიცავს В და С ჯგუფის ვიტამინებს, რკინის მარილებს, კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმის, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას, მარგანეცს, ქრომს, სპილენძს, და რაც განსაკუთкებით ფასეულია მცენარეულ ინსულინს, რომელსაც არაჩვეულებრივად შეიწოვს ორგანიზმი.
გამოიყენება სამკურნალო მიზნით:
ჩინურ ხალხურ მედიცინაში მიღებულია ყოველდღიურად ერთი ცალის ჭამა ცხელების, ენტერიტის, დიზენტერიის , წვრილი ნაწლავების ანთების დროს, ხოლო მოტეხილობისას - მოტეხილობის ადგილზე იდებენ მისი დაქუცმაცებული ახალი ფოთლებისა და ტოტების ფაფას. თვისი შემადგენლებოს გამო მიწა ვაშლა ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას ჰიპერტონიისას, არითმიის, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ამაგრებს ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით ხანგრძლივი სტრესის შემდეგ;
ეს არის საუკეათესო შარდმდენი და საფაღართო საშუალება. გამოიყენება სეზონური (კუჭის მომატებული მჟავიანობით) გასტრიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
შემოდგომა-გაზაფხულზე ტოპინამბური შეტანილი უნდა იქნას კვების რაციონში, რადგან იგი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მინერალს და ვიტამინს. იგი დაგიცავთ ზამთარში გრიპის ეპიდემიისგან, ხოლო ზფხულში სეზონური უძლურებისგან, ავიტამინოზისა და გაზაფხულის სისუსტისგან.
მიწა ვაშლას სისტემატური გამოყენება მარილების დაგროვებისაგან, ინფარქტის, ინსულტისგან დაცვის საშუალებაა. ორგანიზმზზე ახდენს ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას, ზოგიერთი მონაცემით იცავს სისმსივნური უჯრედების განვითარებისაგან. მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია შაქრიანი დიაბეტისას.
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:
1. კუჭი წყლულოვანი დაავადებისას მომატებული მჟვიანობით რეკომენდებულია 1 ჩაის კოვზი ტოპინამბურის დაქუცმაცებულ ფესვებს ესხმება 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ისმება 4-5-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წთ-ით ადრე.
2. ყაბზობისას მიიღება 1 სუფრის კოვზი წვენი 2-3-ჯერ დღეში კვებათა შორის.
3.
მიწავაშლა (ტოპინამბური), მისი გორგალი (მიწისქვეშა ნაწილი) მდიდარია ინულინით.  ეს მცენარე რეკომენდირებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის (ძირითადი მკურნალობის გვერდით). ანუ მიწავაშლას აქვს სისხლში გლუკოზის დონის დამაქვეითებელი თვისებები და რეკომენდირებულია დღეში 3-ჯერ ჭამადე 10 წუთით ადრე 2-3 გორგლის ჭამა.
უფრო სასარგებლოა ახალი, შემოდგომის ნაყოფი, რადგან შენახვის პროცესში ინულინის ნაწილი გარდაიქმნება (ჰიდროლიზის შედეგად) ფრუქტოზაში. დიაბეტით დაავადებულთათვის არც ესაა ცუდი, რადგან დიაბეტიანებს ფრუქტოზა შაქარს შეუცვლის საკვებში.
4. სახსრების, სისხლძარღვებისა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა შემდეგი პროცედურა აიღეთ 2 კგ მიწავაშლას (ტოპინამბურის) ფოთლები და ღეროები, დააქუცმაცეთ ან დაჭერით 3-5 სმ სიგრძის ნაწილებად, მოათავსეთ 5-8 ლიტრიან ქვაბში, 25 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ნახარში გადაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში, გააზავეთ ცხელი (37-40°ჩ ტემპერატურის) წყლით თანაფარდობით 1:7 და ჩაწექით აბაზანაში 15-20 წუთით. აბაზანისთვის სამკურნალო ხსნარის მოსამზადებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწავაშლას 1 კგ ბოლქვი ან 200 გ გამხმარი ღერო და 400 გ გამომშრალი ბოლქვი. აბაზანა 20 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა გაიკეთოთ. აბაზანის შემდეგ სასურველია 1-2 საათით ლოგინში ჩათბეთ. 20-დღიანი კურსის შემდეგ 15-20-დღიანი შესვენებაა აუცილებელი.
კომენტარები
20 ნოემბერი 2015 23:27
მაგარია ზალიან და სასარგებლო
19 მარტი 2015 20:36
დეზერტირების ბაზართან გარე ტერიტორიაზე, კორპუსის ქვეშ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად