დიდი მადლობა თქვენ, რომ ასე ამომწურვად გვცემთ პას... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

04-01-2012

- დიდი მადლობა თქვენ, რომ ასე ამომწურვად გვცემთ პასუხს. როდესაც მოგწერეთ " 6 თვენახევრის ბავშვს მივეცი ხაჭო 0 %-ი, ასევე ჩაისთან ერთად ორცხობილა. ორცხობილის მაგივრად პეჩენიაც რომ მივცე, ხომ შეიძლება? პედიატრს ვერ ვეკითხები, რაგდან როცა ვკითხე ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, ამობეჭდილი მენიუ მომცა. ბავშვი მყავს შერეულ კვებაზე. ბურღულეულიდან კიდევ რა მივცე?" თქვენ მთხოვეთ მომეწერა ეს მენიუ
ბავშვის კვება
6 თვის ასაკის ბავშვის კვება
I კვება-დედის რძე ან 170-200 მლ. ხელოვნური საკვები; წახემსება- 1-2 სუფრის კოვზი ხილფაფა; 1-2 სუფრის კოვზი ნადუღი;
II -კვება- დედის რძე ან 170-200- მლ. ხელოვნური საკვები; 2-4 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა;
III- კვება- დედის რძე ან 170-200- მლ. ხელოვნური საკვები; 2-3 სუფრის კოვზი Bბოსტნეულის პიურე, წახემსება- 60-მლ. ხილის წვენი, ორი მიცემა; ½ ნაჭერი ორცხობილა;
IV- კვება- დედის რძე ან 170-200- მლ. ხელოვნური საკვები;
V- კვება- დედის რძე.
7 თვის ასაკის ბავშვის კვება
I კვება-დედის რძე ან 200 მლ. ხელოვნური საკვები; წახემსება- 1-2 სუფრის კოვზი ხილფაფა; 1/2 სუფრის კოვზი ნადუღი;
II -კვება- დედის რძე ან 150-160 მლ. ხელოვნური ნარევი. 2-4ს. კოვზიBბოსტნეულის პიურე, 1-2 ს. კოვზი გატარებული ხორცი წახემსება-80-100 მლ. ხილის წვენი, ორცხობილა.
III- კვება- დედის რძე ან 150-200- მლ. ხელოვნური ნარევი; 2-4 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა; 1-2 ს.კოვზი ხილფაფა.
IV- კვება- დედის რძე ან 150-200- მლ. ხელოვნური ნარევი; 2-3 ნაჭერი მოთუშული ხილი.

მინდა შევცვალო პედიატრი, ამავე პოლიკლინიკაში მომუშევე პედიატრით, მითხრეს, რომ შეიძლება უარი მითხრან. აქვთ თუ არა მათ ამის უფლება? ბავშვი არის უკვე 7 თვის. დამატებით დღეში ერთხელ ან ორჯერ ვაძლევ ჰუმანა -2 -ს 150 მლ. ბურღულეულიდან რა მივცე? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

პასუხი
- ფაფებიდან შეიძლება გამოიყენოთ ამ ასაკისათვის რეკომენდებული ნებისმიერი ფაფა, შეიძლება შეარჩიოთ ერთი ფირმა და შეიძინოთ მის მიერ წარმოებული სხვადასხვა ფაფა, რომელიც რეკომენდებულია თქვენი შვილის ასაკისათვის. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ ფაფის და ბოსტნეულის რაოდენობა და გარკვეული დროს შემდეგ ერთი კვება იყოს მხოლოდ ფაფა, ერთი კვება კი ბოსტნეული. 7 თვის ასაკში კვება უნდა იყოს ხუთჯერადი. სხვა მხრივ მითითებული კვების პრინციპები უნდა დაიცვათ. პედიატრი რასაკვირველია შეგიძლიათ შეცვალოთ, პაციენტთა უფლებების შესახებ კანონის თანახმად თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ ექიმი და სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება ამზდე უარი გითხრათ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად