ზურგზე მაქ გამონაყარი და მიჩიკრდება და მალევე ქრებ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-12-2011

-ზურგზე მაქ გამონაყარი და მიჩიკრდება და მალევე ქრება და ლაქები მრჩება.როგორ მოვიშორო?

პასუხი
-ზურგზე ფერიმჭამელების გაჩენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგი სპეციალისტი ამას უკავშირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას, ზოგი ჰორმონულ დისბალანსს, ზოგიც ზურგის მიდამოში განლაგენული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონიებას, . ჩირქოვანი გამონაყრის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ორგანიზმში ჩირქოვანი კერი სარსებობას (ხშირია ჩირქოვანი ტონზილიტის დროს). რასაკვირველია დიდი როლი ჰიგიენასაც მიუძღვისა კანის მოვლა, ბანვა, გასუფთავება, სხვადსხვა მალამოებისა და ნიღბების დადება სახესთან შედარებით ზურგზე გაცილებით ძნელია. ზურგზე ფერიმჭამელების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა. რადგან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს. ექიმი კოსმეტოლოგი კი დაგეხმარებათ კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში. თუ ექიმმა დაადგინა, რომ აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.
გარდა ამისა უნდა დაითესოს ჩირქი მგრძნობელობაზე. აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები, ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავენ კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ჰორმონალური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობა. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი, ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:
-კოსმეტოლოგმა უნდა გაგიწმინდოთ ზურგი, შემდეგ საჭირო იქნება გამწმენდი ხსნარების (ზინერიტი, ლევომიცეტინი, კასტელანი) გამოყენება, ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში 2-ჯერ დღეში გამოიყენეთ გრანექსის კომპლექტი (სველი ხელსახოცი და აეროზოლი)_ ხელსახოცით გაიწმინდეთ, სპრეი შეისხით კანზე. ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში.
>დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო. არ მოწიოთ და ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას,დასალევად გირჩევთ ანტიოქსიკაფსს თუთიით, 2-ჯერ დღეში (ერთ კოლოფი).
>გამოიკვლიეთ ყელის მდგომარეობა, გაიარეთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად