.იქნებ მიპასუხით როდისაა ჩასახვისთვის ხელსაყრელი დ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-12-2011

-გამარჯობათ.იქნებ მიპასუხით როდისაა ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები?როგორ უნდა გამოვითვალო?

პასუხი
- დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ოვულაციის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან სოვულაციო ტესტის არის შესაძლებელი. ოვულაცია საკვერცხიდან კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადმოსვლის პროცესია. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი). თუმცა ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ეს თარიღი. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენ არ ვიცით თქვენ რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ, ანუ რამდენ დღეში ერთხელ გაქვთ მენსტრუაცია. თუ 28 დღიანი ციკლი გაქვთ, მაშინ ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12 -მე-17დღეებს შორის პერიოდი. თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9 - მე-20 დღეები, ანუ ორსულობის განვითარების თეორიული შანსი თითქმის არ არსებობს მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 8 დღის განმავლობაში, ეს შანსი ჩნდება ციკლის შემდგომი 11 დღის განმავლობაში და და ისევ არ არსებობს ციკლის ბოლო 9 დღის განმავლობაში (მომდევნო მენსტრუაციის მოსვლამდე 9 დღე).
თუ ციკლი 20-ში გქონდათ და ზოგადად გაქვთ 28-დღიანი შუალედი მორიგ მენსტრუაციებს შორის, მაშინ ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეებია 28-დან 7-მდე.
უფრო ზუსტად რომ დაადგინოთ ოვულაციის დღეები, შეიძინეთ აფთიაქში საოვულაციო ტესტი, რომელსაც მოყვება ინსტრუქცია, აუცილებლად უნდა გაეცნოთ მას. საოვულაციო ტესტი უნდა გაკეთდეს ოვულაციის სავარაუდო დღეებში, მაგალითად 24-დღიანი ციკლის დროს მენსტრუაციის მე-8 დღიდან 10 დღის განმავლობაში, 25 დღიანი ციკლი - მე-9 დღიდან, 26 დღიანი ციკლი - მე-10 დღიდან, 27 დღიანი ციკლი - მე-11 დღე, 28 დღიანი ციკლი - 12 დღე, 29 დღიანი ციკლი - 13 დღე, 30 დღიანი ციკლი - 14 დღე, 31 დღიანი ციკლი - მე-15 დღე.
ტესტი უნდა გაიხსნას უშუალოდ მოხმარების წინ, გახსნამდე უნდა გაათბოთ ხელებით, შარდში ჩადოთ აკურატულად (ვერტიკალურად ისრით ქვემოთ) და შედეგი ნახოთ 5 წუთის განმავლობაში. საოვულაციო ტესტი რეაგირებს შარდში ლუთეინური ჰორმონის არსებობაზე და აქედან გამომდინარე ოვულაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად