-გამარჯობა,საკითხი რომელზედაც მინდა მოგწეროთ ეხება ჩემს ძალს.ფრანგულ ბულდოგს,არის 11 თვის.2 სამი თვიდან იქექავს მთელს სხეულს იფხანს,გავუკეთეთ ანალიზები აღმოაჩნდა მალაცეზია,ავიტამინოზი,სტაფილოკოკი,ენტეროკოკი...მადლობა ღმერთს არ ჭირს ლეიშმანიოზი.მყავდა უამრავ ექიმთან მიყვანილი უმეტესობა ამბობდა რომ მას აქვს გენეტიკური ალერგია რომლის მორჩენაც არ შეიძლება,ასჯერ შემაცვლევინეს საჭმელი,ყველა სხვადასხვა საჭმელს მიწერდა,კეტაკონაზოლი,პრედნოვეტი,გადასხმები,რაც არც თუ ისე იაფი დაგვიჯდა,შედეგი იყო ხოლმე ერთი დღიანი მკურნალობის შემდეგ ქავილი უბრუნდებოდა ძაღლს.კან ქვეშ ტკიპაზე გავაკეთეთ ანალიზი მაგრამ არ აქვს,დავიწყეთ ეხლახანს სტაფილოკოკის კომპლექსური მკურნალობა.ექიმმა მოგვცა ორი პრეპარატი ამპულები: АСП .დავიწყეთ 0.2 გრამით და ყოველ მესამე დღეს ვაძლევდით 0.2 გრამით მეტს ანუ,0.2,0.4 და ასე შემდეგ,ერთი მეოთხედი კეტაკონაზოლი,და ანტისპეცტრუმ ელი .1.7 გრამი(ორივე დაგვიჯდა 100 ლარი)ასევე შევიძინეთ მაზი,კუალკოდერმი,და ძილის წინ ვასმევდით ალერგიის საწინააღმდეგო ყველასთვის ცნობილ ნახევრ ტაბლეტს.ასე ვუმკურნალეთ 20 დღე,შედეგი იყო პირდაპირ ბრწყინვალე და საკმარისი იყო გაგვეჩერებინა მკურნალობა,(თითქოსდა დამთავრდა კურსიო )რომ ის ძველი სიმპტომები განახლდა და ძაღლი კვლავ ცუდად ხდება ქავილი,სისხლიანი კანი და ასე შემდეგ ძალიან მეშნია,იქნება რამე მირჩიოთ,წავედი აფთიაქში გავიკითხე АСП და საერთოდ რა წამალიაო წარმოდგენა არააქვთ,ყველას ასდ ში ეშლება,ვიკითხეთ კულკოდერმი და ესეც არ იციან რა არის.მეშინია ღვიძლზე არ მოქმედებდეს.ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა და მალე მომწერეთ თქვენზეა დამოკიდებული ძალაინ ბევრი რამ.პატივისცემით.
-ძნელია ზეპირად ქავილის ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა- ქავილი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ტკიპებმა, ასევე, სოკოვანმა თუ ბაქტერიულმა დაავადებამაც, ქავილი მოსალოდნელია აგრეთვე კანის აუტოიმუნური დაავადებისას ან ჰორმონალური დისბალანსის დროს, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამორიცხული ვეტერინარის მიერ. რაც შეეხება АСП- ეს არის სტაფილოკოკური ანტიტოქსინი (კეთდება 5 ინექცია 2-3 დღიანი შუალედებით თანდათან მზარდ დოზებში), ღვიძლს არ აზიანებს. რაც შეეხება კულკოდერმს, ასთი პრეპარატი ჩვენთვის უცნობია.