. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რა ვქნა..მყავს 1 წლის და 4... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

27-12-2011

-გამარჯობათ. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რა ვქნა..მყავს 1 წლის და 4 თვის ბიჭი. გვაქვს ყელის პრობლემა.ჯერ ესეთი პატარაა და უკვე ანგინა 3 ჯერ გადაიტანა რთულ ფორმებში. ძალიან ხშირად კი უბრალოდ უწითლდება ყელი და ძალიან მაღალ სიცხებს აძლევს. 41.5 გრადუსამდე ასდის ხოლმე სიცხე. ამასთნა ძალიან უსივდება ჯირკვლები.. ლამის მუშტისოდენა ჯირკვლები უხდება ყელთან როცა ყელი სტკივა.მყავდა ექიმთანაც რაღაც მკურნალობა დაუნიშნა მაგრამ გვითხრა რომ ძალიან აქვს გლანდები გადაგვარებული. ყოველ 2 კვირაში ცუდად ხდება. ცივს არ ვაკარებთ მაგრამ მაინც უღიზიანდება ყელი. მოკლედ მაინტერესებს 3 წალმდე ასაკის ბავშვისთვის რამდენადაა მიზანშეწონილი გლანდების ოპერაცია.როგორც გავიგე აკეთებენ უკვე 3 წლამდეც. კი მეცოდება კჯერ პატარაა მაგრამ არ მიდნა რამე სერიოზულად გაურთულდებს. თუ მიზანშეწონილია გაკეთება ოპერაციის თქვენ რას მირჩევთ? ყელ-ყურის ექიმმა კი მითხრა საოპერაციოაო ისე ძალიან აქვსო.მკურნალობა არ გვაძლევს დიდ შედეგს. კიდევ 2 წელი რომ ველოდო მეშინია ამდენმა ანგინებმა სხვა რამე არ დაუზიანოს.. რამდენად საშიშია ეს ხშირი ანგინები? ძალიან გთხოვთ ამ ორ საკითხზე სუსტად მიპასუხეთ. არის თუ არა საშიში ხშირი ანგინები და მაღალი სიცხეები და მიზანშეწონილია თუ არა გლანდების ოპერაციის გაკეთება წლინახევსის ბავშვზე?

პასუხი
-როცა ბავშვი ხშირად ცივდება და ყელი ტკივა საჭიროა მის გაკაჟებაზე ზრუნვა. ინფორმაციისთვის! ტონზილები (გლანდები) საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ადამიანის ორგანიზმში. მათ მნიშვნელოვანი ბარიერული ფუნქცია აქვთ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მათი მოცილება -- ტონზილექტომია, თუ ისინი ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ტონზილების ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება საკმაო ზიანი მიაყენოს ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვს. ხშირია გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების მხრივ გართულებები, რაც შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს. ტონზილექტომიის მაჩვენებლებია: ხშირი ანგინა (წელიწადში ორი ან მეტი), სახსრების ტკივილი, ადვილად დაღლა, ოფლიანობა, სისუსტე, დაბალი სიცხე (სუბფებრილიტეტი).
ტონზილექტომია ანუ გლანდების ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს 3 წლის ასაკიდან (გამონაკლისის გარდა), თუმცა სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით ოპტიმალური ასაკი ასეთი ჩარევისათვის 5 წელია.
გირჩევთ, ოპერაციამდე მკურნალობის არაოპერაციული მეთოდები ამოწუროთ, რადგან ბავშვის ხშირი ავადმყოფობით დაღლილი ზოგიერთი მშობელი არჩევს ხოლმე “ამოჭრას გლანდები და დაისვენოს“. ასეთი მიდგომა გაუმართლებელია, თუკი პატარას ლარინგოლოგის მიერ დანიშნული კვალიფიციური მკურნალობა არ ჩატარებია.
საკითხს საბოლოოდ წყვეტს სპეციალისტი, ლარინგოლოგი.
კომენტარები
30 ნოემბერი 2016 16:34
გამარჯობათ ორი დღის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია საგანგაშოდ იყო გადიდებული და გადაგვარებული რამე ახლა უკვე რამე საშიშროებას ხომ არ წარმოადგენს ისე უამრავი პრობლემა შემიქმნა და ოპერაციის შემდეგ კარგად ვიყავი მესამე დღეს საშინელი ტკივილები ბავშვი ავიყვანე ხელში და დამეჯიმა ყველაფერი ენა მიბუჯდება ვერ ვლაპარაკობ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად