ბავშვი მყავს 10 დღის ბუნებრივ კვებაზე მაინტერესებს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

24-12-2011

-ბავშვი მყავს 10 დღის ბუნებრივ კვებაზე მაინტერესებს თუ შეიდძლება რომ ყავა დავლიო? და საერთოდ როგორ უნდა ვიკვებო?გმადლობთ

პასუხი
-მეძუძური ქალის რაციონი ზომიერი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ცილოვან ნივთიერებებს. ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად (ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ნადუღი, რძე, მაწონი) აუცილებელია მცენარეულიც (ლობიო, ბარდა, კარტოფილი), მაგრამ ზომიერი ოდენობით. მეძუძურმა ქალმა დღეში 4-5-ჯერ უნდა ჭამოს. დღის პირველ ნახევარში (საუზმე, სადილი) კალორიული საკვები უნდა მიირთვას, მეორე ნახევარში კი - შედარებით მსუბუქი. ნავახშმევს სასურველია მაწვნის მიღება. მეძუძურმა დედამ ღამით 8 საათი მაინც უნდა იძინოს, ხოლო დღისით 1-2 საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე ჩვილთან ერთად.
მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი);
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა). აუცილებელია ისეთი სურსათის შეზღუდვა, რომელიც ძნელად მოსანელებელია და არც ბავშვისთვის არის სასურველი. ასეთია ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის), დიდი ოდენობით ცხიმი, ტკბილეული, ცხარე და მჟავე საკვები.
თუ მეძუძურ დედას კუჭ-ნაწლავის შეკრულობა ან აშლილობა აღენიშნება, ჩვილსაც აუცილებლად იგივე პრობლემა შეაწუხებს, ამიტომ ფერმენტებითა და პრობიოტიკებით მკურნალობა დედასაც და ჩვილსაც ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს.
სწორად ორგანიზებული დღის რეჟიმი, სიმშვიდე, თბილი ოჯახური ატმოსფერო და კვების რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ნორმალური ლაქტაციის შენარჩუნებისთვის, რაც, თავის მხრივ, ჩვილის ნორმალური განვითარების საწინდარია. მეძუძური ქალისთვის უკუნაჩვენებია კოფეინის მაღალი კონცენტრაციით შემცველი პროდუქტი (მაგარი ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი). ასევე არ არის რეკომენდებული მძაფრი სუნისა და გემოს მქონე საკვები - ის რძესაც ასეთივე სუნსა და გემოს აძლევს და პატარამ, შესაძლოა, მისი დალევა არ მოისურვოს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად