რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გთხოვთ მითხრათ ხშირად მაქვს დაბალი ტემპერატურა 35 ნახევარი ხან მეტი ხან კიდე ნაკლები .თავს ცუდად არ ვგრძნობ ან ფონზე . არის თუ არა საშიში ჯანმრთელობისთვის.
პასუხი
-ადამიანის სხეულის ტემპერატურა მუდმივია და დღე-ღამის განმავლობაში უმნიშვნელოდ (დაახლოებით 0,3-0,5 გრადუსით) იცვლება - დღისით უფრო დაბალია, საღამოს კი ოდნავ იმატებს. ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა იღლიის ფოსოში 36-დან 36,8 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა ზოგიერთს შესაძლოა 36 გრადუსზე ოდნავ დაბალი ან 37 გრადუსზე ოდნავ მაღალიც ჰქონდეს. ახალგაზრდა ქალებში ტემპერატურის მაჩვენებელი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით მერყეობდეს. ციკლის პირველ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 36-35,5 გრადუსამდეც კი დაიწიოს, ხოლო მენსტრუაციის დასასრულისთვის 37,2 გრადუსამდე აიწიოს. ცვლილების დიაპაზონი ასახავს დღეღამურ რიტმს და ჰორმონთა დონის ბუნებრივ ცვლილებებს უკავშირდება. ტემპერატურის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს: • ასაკი; • დღის პერიოდი; • საკვების მიღება; • ტირილი გაზომვის წინ; • ემოციური დაძაბულობა; • ბანაობა, საუნაში ყოფნა და ფიზიკური ვარჯიში; • ცივი ან ცხელი კომპრესების გამოყენება. ჰიპოთერმია სხეულის ტემპერატურის 35°C-ზე მეტად დაქვეითებას ეწოდება. მისი მიზეზია: სითბოს გამომუშავების შემცირება, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითებამ, სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირებამ, კვების დარღვევამ, ანემიამ. მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ დაბალი ტემპერატურა დაკავშირებულია თუ არა რაიმე სახის დარღევასთან.