მაქვს ჰაიმორიტი და ძალიან გთხოვთ მითხრათ თუ რა გზ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

20-12-2011

-გამარჯობათ მაქვს ჰაიმორიტი და ძალიან გთხოვთ მითხრათ თუ რა გზას მივმართო რათა სრულად გავიკურნო, ადრე ვიყავი ექიმთან და შედეგი ვერ მივიღე. მადლობთ.

პასუხი
ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა - ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. ჩამოვთვლით ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ჰაიმორიტის განვითარებას:
1. ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს: ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები;
2. იმუნური სისტემის დასუსტება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებით, ალერგიული მდგომარეობით და სხვა;
3. ბანალური გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტის დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა;
4. ბაქტერიამატარებლობა;
5. ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. თქვენს შემთხვევაში ქრონიკულს ექნება ადგილი.
ჰაიმორიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას.
რემისიის სტადიაში ანტიბიოტიკებს არ იყენებენ, გამწვავების პერიოდში კი არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია. ამიტომ გამწვავების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია მკურნალობა –რაც მთავარია, ვიზიტი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად