ვიმშობიარე თვის და 3 კვირის წინ, საკეისრო კვეთით.... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

20-12-2011

- ვიმშობიარე თვის და 3 კვირის წინ, საკეისრო კვეთით. ბავშვს ვაჭმევ ძუძუს, ბავშვის სურვილის და მიხედვით ანუ თითქმის სულ. მაქვს წონის სერიოზული პრობლემა - ოციდან ოცდახუთ კილომდე მაქვს ზედმეტი. ვცდილობ ვჭამო მხოლოდ კარგი რაღაცეები, რომ რძეც მქონდეს და წონაშიც არ მოვიმატო. ცომეულს თითქმის არ ვჭამ, მაქსიმუმ კვირაში ორჯერ თითო ნაჭერი პური ან ერთი პატარა პეჩენია შევჭამო, ტკბილეულიც ასევე. ვიკვებები ბოსტნეულით, მოხარშული საქონლის ხორცით, ხილით, მაგრამ წონა არ იძვრის, არ მაკლდება არც ერთი გრამი. ერთი პრობლემა ისაა, რომ ვერ ვახერხებ ბევრ მოძრაობას, ბავშვს ვასეირნებ ხოლმე, მაგრამ სიცივეების გამო ვერ ვახერხებ, რომ დიდანს ვიყოთ ეზოში და აქტიურად ვიმოძრაო. შეიძლება თუ არა უმოძრაობამ იმ დონემდე იმოქმედოს სხეულზე, რომ რამდენადაც რაციონალურად არ უნდა ვიკვებებოდე, წონას არაფერი აკლდება? ვნერვიულობ ძალიან,  ვერ ვგრძნობ თავს კარგად ამ წონაში. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის!

პასუხი
- იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკვების კალორიულობა მკვეთრად შემცირდება, რასაკვირველია წონის დაკლება შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის გარეშეც, მაგრამ თქვენ ბრძანდებით მეძუძური დედა და დაუშვებელია გარკვეულ კალორიებზე ნაკლების მიღება. ქვემოთ მოგვყავს იმ საკვების ჩამონათვალი, რომელის აუცილებლად უნდა მიიღოს მეძუძურმა ქალმა. თქვენ სიმსუქნის გათვალსიწინებიღ შეგიძლიათ უარი თქვათ ტკბილეულზე, შეამციროთ და ზოგჯერ საერთოდ ამოიღოთ პური და კარტოფილი
მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
•    200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
•    100-150 გრამი ხაჭო;
•    20-30 გრამი ყველი;
•    1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
•    600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
•    200-300 გრამი ხილი;
•    პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი);
•    სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად