. ვარ 24 წლის მამაკაცი. თითქმის ერთი წელია მაწუხებ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

19-12-2011

-გამარჯობა. ვარ 24 წლის მამაკაცი. თითქმის ერთი წელია მაწუხებს ვულგარული ფსორიაზი. ვიმკურნალე რამდენიმე დერმატოლოგთან ქუთაისში, თბილისშიც და შედეგი მხოლოდ დროებითია, მკურნალობის დამთავრებიდან 2 კვირამდე.ვიცავ მკაცრ დიეტას. რას მირჩევთ შინაგანი მკურნალობის სახით?

პასუხი
-მკურნალობა კომპლექსური ხასიათისაა. გამოიყენება ზოგადი და ადგილობრივი საშუალებები, რომლებიც დაავადების სტადიისა და კლინიკური ფორმის მიხედვით ირჩევა. ზოგადი საშუალებებიდან გამოიყენება სედატიური, შარდმდენი, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები. ქავილის შემთხვევაში ანტიჰისტამინური მედიკამენტებსაც ვნიშნავთ. ასევე გამოიყენება იმუნომოდულატორები და სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინები. სისტემურ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ფსორიაზი მძიმედ მიმდინარეოპბს, ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ციტოსტატურ საშუალებებსაც კი ინიშნება, მაგრამ უმთავრესად ხანდაზმულთათვის, ახალგაზრდებში ეს პრეპარატი სასურველი არ გახლავთ.
ადგილობრივი თერაპიისათვის ინიშნება კორტიკოსტეროიდულ მალამოები. ეს მალამოები ხანგრძლივი ხმარებისას ზოგჯერ კანის ატროფიის ან სტეროიდულ გამონაყარს იწვევს, ამიტომ მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობით შეიძლება.
მიმართავენ პუვა-თერაპიას, რომელიც წარმოადგენს ულტარაიისფერი სხივებით ზემოქმედებას, რაც სპეციალურ კაბინაში, განსაზღვრული მედიკამენტების ფონზე ტარდება. ის არ შეიძლება დაინიშნოს 16-18 წლამდე ასაკში, ორსულობისას, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, გულ-სისძარღვთა და თირკმელების დაავადების დროს. პუვა-თერაპია უფრო ეფექტურია ფსორიაზის ზამთრის ფორმის დროს.
ფსორიაზის დროს კარგია კურორტული მკურნალობა. ამ მხრივ ცნობილი კურორტებია მაცესტა, მკვდარი ზღვის სანაპიროები. საქართველოში-წყალტუბო, ნუნისი, შავი ზღვის კურორტები, განსაკუთრებით ურეკი, რომლის მაგნიტურ ქვიშას უნიკალური მოქმედება აქვს. ჩატარებული მკურნალობის კურსის შედეგად მიიღწევა კლინიკური რემისია, ანუ ავადმყოფს პრაქტიკულად არ აწუხებს ეს დაავადება და გამონაყარიც შეიძლება აბსოლუტურად გაქრეს. თუმცა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით, შეიძლება იგი კვლავ გამწვავდეს. ზოგჯერ რემისიები იმდენად დიდხანს გრძელდება (ათეული წლები), რომ ავადმყოფს ავიწყდება კიდეც დაავადების შესახებ.
გაითვალისწინეთ მაპროვოცირებელი ფაქტორები და ერიდეთ მათ:
. ინფექციურ-ალერგიული - ეყრდნობა ქრონიკული ტონზილიტის, გრიპის, ანგინის, პნევმონიის, კეროვანი ინფექციების გამწვავების და ინფექციის ფარული კერების არსებობის ფონზე დაავადების გამოვლინებას;
. ნევროგენული - ცნობილია, რომ დაავადების წარმოშობა და მისი რეციდივები ხშირად უკავშირდება ნერვულ-ფსიფიკურ ტრავმებს, გონებრივ გადაძაბვას.
ამას გარდა, ფსორიაზის განვითარებას ხალს უწყობს ნივთიერებათა ცვლის და ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დარღვევები.
დაავადების გამწვავებას ხელს უწყობს სისტემური დანიშნულების სამკურნალო პრეპარატების ან ალკოჰოლის მიღება. ასე რომ, ფსორიაზი მულტიფაქტორული ბუნების დაავადებაა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად