ჩემი და არის 25 წლის, 1.55 ს.მ. არის 40 კილო აწუხ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

19-12-2011

-გამარჯობათ, ჩემი და არის 25 წლის, 1.55 ს.მ. არის 40 კილო აწუხებს სიგამხდრე, უნდა რომ დაახლოებით მოიმატოს 10 კ.ლ. სიგამხდრე დაემართა დაახლოებით 3-4 წლის უკან ფილტვების ანთების შემდეგ. არაფერი არ აწუხებს გარდა უმადობისა. იქნებ გვირჩიოთ რაიმე. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
-პირველ რიგში უმჯობესია მიმართოთ ექიმს ზოგადი გამოკვლევის ჩასატარებლად, რადგან მიზეზი არსებობდა , რომელის შემდეგ წონაში კლება მოხდა, კარგი იქნება გამოირიცხოს ორგანული პათოლოგიები, რომლებიც სიგამხდრეს იწვევს.
თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება მაშინ თქვენი კვება წარმართეთ ასეთი რეჟიმით: თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. იკვებეთ ხშირ-ხშირად, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ. სთხოვეთ მას, ვინც თქვენს კვებაზე ზრუნავს, სუფრა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს.
გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი - თითო ს.კ. 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღეთ პოლივიტამინური პრეპარატი (მაგალითად: უნდევიტი, იუნიკაპი და სხვ.)
კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
>მოახდინეთ მადის სტიმულირება– ყოველი კვების წინ დალიეთ ბოსტნეულის ან ხილის წვენი, კარგია უალკოჰლო ლუდიც.
>ჭამეთ დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით. >ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება.
>ვისაც მომატება სურს, მისი მენიუ, როგორც უკვე გითხარით, უნდა იყოს ცილოვან-ნახშირწყოვანი. ამასთან მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი, კვერცხი. განსაკუთრებით სასარგებლოა ქათამი, მის ნაზ ხორცს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მისი შემადგენელი ცილები კუნთებს სათანადო ფორმის მიღებაში ეხმარება. ყოველდღე ჭამეთ ხაჭო და თან მაღალი ცხიმიანობის, ასევე დალიეთ რძე, ჭამეთ მაწონი. >შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ცილოვანი კოქტეილი. გახსენით 100 გრამი ხაჭო ერთ ჭიქა ნაღებში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მურაბა ან თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით. გემრიელიცაა და სასარგებლოც.
>ცხიმები. მზესუმზირას, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით კარგად შეაზავეთ სალათები. მათში შემავალი ე ვიტამინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.
>ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას ცილებთან ერად ხელს ნახშირწყლებიც უწყობს. ამიტომ ჭამეთ თეთრი პური და მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, თაფლი, ტკბილეული. >ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი იყოს ბალანსირებული და ვიტამინებისა და მიკროელემენების შემცველობითაც. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.
>დღეში 2-3 ლ წყალი დალიეთ. ეს შეიძლება იყოს ჩაი რძით, ყავა ნაღებით, წვენები და წყალი.
> მიუხედავად იმისა, რომ წონაში მომატება გჭირდებათ, ვარჯიშზე არ უნდა თქვათ უარი. დილა დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, მაგალითად ივლით ცურვაზე. >სიგარეტი, ალკოჰოლი და მითუმეტს ნარკოტიკები კატეგორიულად იკრძალება. >მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი.
ახლა წონაში მოსამატებელ დიეტასაც შემოგთავაზებთ:
საუზმე– ერთი თეფში ჰერკულესის ფაფა თაფლით და ნიგვზით, ან ხაჭო ჩირით, კარაქიანი პური ყველით და ფინჯანი კაკაო. სამხარი– ხილის წვენი, ძეხვის ბუტერბროდი და იოგურტი. სადილი– მადის აღსაძვერელად ჯერ სალათი მიირთვით, შემდეგ კალორიული წვნიანი, ხორცის ან თევზის დიდი ნაჭერი, გარნირად ნაღების კარაქით შეზავებული კარტოფილის პიურე ან მაკარონი. ტრაპეზი დაასრულეთ დესერტით და ნაღებიანი ყავით. მეორე სადილი– სალათი ახალი ბოსტნეულისგან და ცხიმიანი იოგურტი. ვახშამი–ომლეტი "ვიჩინით" ან პომიდვრით, დალიეთ რძე, ძილის წინ კი ჭამეთ ვაშლი ან მსხალი. რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ პური.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად