ჩემს პატარას პერიოდულად აქვს ცხვირში ხუხუნი, სამშ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

18-12-2011

-გამარჯობათ, ჩემს პატარას პერიოდულად აქვს ცხვირში ხუხუნი, სამშობიაროში მითხრეს, რომ თანდაყოლილია, დედის დაბალი ჰემგლობინის გამო... ბავშვი არის 2 თვის, გაციებული არ არის, პერიოდულად, განსაკუთრებით ღამით ხუხუნებს თითქოს გაციებულია, ხანდახან დღეც. რა შეიძლება გავაკეთო ამის საწინააღმდეგოდ, ან თუკი თანდაყლილია, თუ შეგიძლიათ მითხრათ, როდის გადალახავს პატარა ამას? დიდი მადლობა.

პასუხი
ეს არის თანდაყოლილი სტრიდორი (ხმაურიანი სუნთქვა), რომელიც ვითარდება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის მეორე-მესამე კვირას. მისი შემჩნევა იოლია - ჩასუნთქვას თან სდევს მსტვენი ხმიანობა, რომელიც ძლიერდება აგზნებისას, ყვირლისას და სუსტდება ძილის, მოსვენების დროს. თანდაყოლილი სტრიდორისთვის დამახასიათებელია სუფთა, წკრიალა ხმა.
სტრიდორის მიზეზია ხორხის გარეთა რგოლის განვითარების ანომალია - რბილი, ჩახვეული ხორხსარქველი ან ხორხსარქველის ნაოჭების ერთმანეთთან ახლომდებარეობა - ამ შემთხვევაში ჩასუნთქვისას ნაოჭები ხორხის სანათურში ერთმანეთს ეკვრიან. ინსპირაციული სტვენა (ხმაურიანი ჩასუნთქვა) 6 თვის ასაკში მცირდება და 2-3 წლის ასაკში მთლიანად გაივლის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად