რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ ერთი თვის გათხოვილი. ბოლო ერთი კვირაა მკერდი გამიმაგრდა, მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმულობას ვგრძნობ, ხშირად ვშარდავ, ხანდახან წელიც მტკივა. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ეს ორსულობის ნიშანი იყოს, მენსტუაციას ველოდები 23-ში, ტესტი გავიკეთე და უარყოფითია, სხვა რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ.
პასუხი
-დავიწყოთ იმით, რომ ტესტი ციკლის გადაცდენიდან მე–2–3 დღეს იძლევა დადებით პასუხს.რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილ დანარჩენ ჩივილს, ორსულობის მცირე ვადაზე აღნიშნული ცვლილებები ქალების გარკვეულ პროცენტს აღენიშნება, თუმცა აქვე დავამატებთ, რომ მსგავსი შეგრძნებები მხოლოდ ორსულობას არ ახასითებს. წელისა და მუცლის ქვედა არის ტკივილი შესაძლოა იყოს არა მარტო ორსულობის, არამედ მისი მოსალოდნელი შეწყვეტის მაუწყებელიც. თუ ამ დროს ქალს ორსულობაზე აქვს ეჭვი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს.