ნიკაპზე და ცხვირის ირგვლივ მაქვს შავი და ცხიმიანი ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

18-12-2011

-ნიკაპზე და ცხვირის ირგვლივ მაქვს შავი და ცხიმიანი ფერისმჭამელები. ვხმარობ სპეციალურ სკრაბებს.მუდმივად ვიბან და ვისუფთავებ კანს,მაგრამ პრობლემა ვერ დავძლიე.რაც დისკომფორტს მიქმნის. მითხარით რა გავაკეთო? მადლობთ

პასუხი
- დღეს სკრაბების ძალინ დიდი არჩევანია ბაზარზე, მთავარია შეარჩიოთ თქვენი სახის კანის ტიპიდან გამოდინარე (მშრალი, ცხიმიანი). არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ ფასიდან გამოდინარე.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სკრაბის რამდენიმე რეცეპტი: სკრაბი არის კანის ღრმად გასაწმენდი კოსმეტიკური საშუალება (პილინგი). იგი შედგება ძირითადი ნაწილისგან (ჩვეულებრივ ეს არის კრემი, გელი, კოსმეტიკური თიხა) და აბრაზიული (სახეხი მასაა) ნაწილაკებისგან (ნატურალური ან სინთეტიკური). სკრაბის მოქმედება შემდეგში მდგომარეობს: პილინგის პროცესში კანს ზედაპირიდან შორდება ძველი, მკვდარი უჯრედები და ჭუჭყი, კანის სისხლით მომარაგება უმჯობესდება, კანი ხდება გლუვი, ნაზი და მბრწყინავი. ნორმალური კანის შემთხვევაში საკმარისია სკრაბის კვირაში ერთხელ გამოყენება, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი კვირაში 2-3-ჯერ უნდა იქნას გამოყენებული. სკრაბის შემდეგ სასურველია მკვებავი ან დამატენიანებელი კრემის წასმა, იგი უკეთ შეიწოვება კანში და შესაბამისად უფრო ეფექტურია.
სკრაბი ცხიმიანი და შერეული კანისთვის:
წასმის ტექნოლოგია: ორივე ხელი საჩვენებელი და შუა თითებით 2-3 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით გაიკეთეთ სახის მასაჟი, ჯერ იმოძრავეთ შუა შუბლიდან საფეთქლებისკენ, შემდეგ ტუჩების კუთხეებიდან საფეთქლებისკენ, შემდეგ ნიკაპის შუა ნაწილიდან ყური ბიბილოებისკენ. შემდეგ სკრაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სკრაბის გამოყენება არ შეიძლება კანზე გამონაყრის არსებობის შემთხვევაში, ეს პრობლემას კიდევ უფრო დაამძიმებს.
>ყავის სკრაბი
შეურიეთ 1:3-ზე მოხალული და დაფქვილი ყავა და იოგურტი ან ნაღები. მიღებული ნარევით გაიკეთეთ სახის კანის მასაჟი 2-5 წუთის განმავლობაში.
>მარილის ან სოდის სკრაბი აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ გაიკეთეთ სახის კანზე 1-3 წუთიანი მასაჟი მარილში ან სოდაში ამოვლებული სველი ბამბით.
>შვრიის სკრაბი ბრინჯით
თუ კანის პრობლემა გაქვთ, მაშინ აიღეთ 2 სუფრის კოვზი შვრია, თითო-თითო ჩაის კოვზი დაფქვილი ბრინჯი და მცენარეული ზეთი, აურიეთ და დაამატეთ ცოტა თბილი წყალი. >მარწყვის სკრაბი
აურიეთ: 6 კოვზი მარილი, 4 კოვზი ზეთი და 6 მარწყვი. სკრაბი მშრალი და მგრძნობიარე სახის კანისთვის წასმის ტექნოლოგია იგივეა. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში არ გამოიყენოთ სკრაბები ნატურალური აბრაზიული ნაწილაკებით (გარგრის კურკები, მარილი, კაკლის ნაჭუჭი), რადგან ამ ნაწილაკებმა შეიძლება გაჩხაპნოს კანი და გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ გამოიყენეთ ხელოვნური აბრაზიული ნაწილაკების შემცველი სკრაბი. >შვრიის სკრაბი დაფქვით ყავის საფქვავში შვრიის ფანტელები, გახსენით წყალში ან რძეში (უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ფაფისებური მასა). მიღებული სკრაბით მოახდინეთ სახის მასირება 1-2 წუთის განმავლობაში.
>ზღვის მარილის სკრაბი აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი, დაამატეთ არაჟანი, აურიეთ და ამ მასით გაიკეთეთ სახის მასირება.
დაბოლოს, თვალების ირგვლივ სკრაბის წასმა არ შეიძლება.
თუ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ დაძლევთ მიმრთეთ დერმატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად