,შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის პაპილომა ვირუსი,რა იწვ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
17-12-2011

-გამარჯობა,შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის პაპილომა ვირუსი,რა იწვევს მის განვითარებას და რა შეიძლება მოყვეს ორგანიზმში მის არსებობას?წინასწარ უღრმესი მადლობა.

პასუხი
-ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) ფართოდ გავრცელებულ ვირუსებს მიეკუთვნება. პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი, რომლებიც ორ დიდ ჯგუფადაა დაყოფილი: ,,დაბალი რისკის” და ,,მაღალი რისკის” აპვ ვირუსებად. ,,დაბალი რისკის” ადამიანის პაპილომა ვირუსები იწვევენ მახვილწვეტიან კონდილომას, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებიან სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებეებთან და კიბოსთან. ,,მაღალი რისკის” ადამიანის პაპილომა ვირუსი კი, ასოცირდება საშვილოსნის ყელის დისპლაზიასთან და საშვილოსნოს ყელის, ვულვის და სასქესო ასოს კიბოსთან. მრავალირცხოვანი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები მოწმობენ, რომ ,,მაღალი რისკის” ადამიანის პაპილომა ვირუსი წარმოადგენს სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებით და კიბოთი დაავადების მიზეზს. აპვ ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარებს. აპვ ინფექცისგან საბოლოო განკურნების სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს. თუმცა ყოფილა თვითგანკურნების შემთხვევებიც. აპვ ინფექციის მიმართ ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, სწორედ ამიტომაა იშვიათი ერთიდაიმავე ტიპის აპვ ინფექციით ხელახალი დასნებოვნება.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები არ იძლევა აპვ ინფექციისგან საბოლოოდ განკურნების საშუალებას. ამიტომ, მკურნალობა მიმართულია მახვილწვეტიანი კონდილომების მოცილებისკენ, ასევე კიბოსწინარე და სასქესო ორგანოების კიბოს დროული გამოვლინებისაკენ. არსებობს აპვ საწინააღმდეგო ვაქცინა (ამ ვაქცინით იმიუნიზაცია საქართველოშიც არის შესაძლებელია).
ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე თინათინ ქორიძის სტატია - "რა უნდა ვიცოდეთ პაპილომავირუსის შესახებ".
კომენტარები
23 ივნისი 2015 16:34
გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს. თუ შეკრული ვარ კუჭის მოქმედების მერე მებერება და ოდნავ მივარდება კვანძები. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ცოტა სისხლიც მოყვება. ცივი წყლით დაბანის მერე კვანძები იჩუტება და მისით თითქმის ქრება და სულ ოდნავი კენჭის ზომის ხდებიან, ტკივილით არ მტკივა. მაინტერესებს რასტან მაქვს საქმე. დიდი მადლობა.
14 თებერვალი 2015 22:51
გამარჯობატ მე 5 წელია რაც გატხოვილივარ და 2 წელია აგმომაცდა პაპილომა ვირუსიი გინეკოლოგი კიმეუბნება საგანგასჰო არაპერიაოო მარა მაინც მაინც მესჰინიაა სჰეილება პაპილომა ვირუსმა უსჰვილობა გამოიწვიოს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად