– ვარ 26 კვირის ორსული , ამ ორსულობის პერიოდში მომ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

17-12-2011

–გამარჯობათ ვარ 26 კვირის ორსული , ამ ორსულობის პერიოდში მომატებული მაქვს 14 კილო , მაინტერესებს ნორმალურია თუ არა ეს წონა? და რამდენი კოლო უნდა მოიმატოს ორსულმა ?მადლობთ..

პასუხი
-ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარების და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს რაციონალური კვება წარმოადგენს. სწორი კვება უდიდეს როლს თამაშობს ანემიის, ორსულთა ტოქსიკოზის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო ქმედებების ანომალიებს და სხვა გართულებების პროფლაქტიკაში.
ქალი ორსულობის განმავლობაში წონაში დაახლოებით 8-11 კგ-ით მატულობს. ორსულობის პირველი და ბოლო სამ თვის განმავლობაში წონის დიდმა მატებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ნაყოფის მდგომაროებაზე.
ორსულობის მეორე ნახევარში ქალი კვირაში საშუალოდ 300-350 გ უნდა მატულობდეს. გასათვალისწინებელია, რომ ორსულის წონის მატება ხდება ნაყოფის (დაახლოებთ 3,5 კგ), საშვილოსნოს და სანაყოფე წყლების (650-900 გ), სარძევე ჯირკვლებს გადიდების (400 გ), მოცირკულირე სისხლის და უჯრედშორისი სითხის მოცულობის ზრდის (1,2-1,8 კგ) და მხოლოდ 1,6 კგ დედის ცხიმოვანი ქსოვილის ზრდის ხარჯზე. რაციონალური კვებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს განსაზღვრული კვების რეჟიმის დაცვა, რომელიც დარღვევა ზიანს აყენება არა მარტო დედას, არამად არაკეთილსაიმედოდ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდე კვებისგან.
მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულის ორგანიზმისთვის სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიწდება.
ორსულობის ადრეული ვადიდან დაწყებული ორსულობის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში დაბალი სიმაღლის (150 სმ) და წონის (50 კგ) ქალისთვის დღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2100-2300 კკალორიას, ამასთან ცილები უნდა იყოს 90-100 გ, ცხიმები-55-65 გ, ნახშირწყლები- 290-320 გ.
საშუალო სიმაღლის (155-165 სმ) და წონის (55-60 კგ) ქალისთვის დღიური კალორიულობა - 2400-2700 კკალორია, ცილები-110 გ, ცხიმები-75 გ, ნახშირწყლები- 3350 გ. მაღალი (170-175 სმ) ორსულებისთვის კი კალორიულობა- 2700-2900 კკალორია, ცილები-120-125 გ, ცხიმები-75-85 გ, ნახშირწყლები_ 360-400 გ.
ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში: საუზმე– 8.00-9.00 სთ; სამხარი– 11.00-12.00 სთ; სადილი– 14.00-15.99 სთ; ვახშამი– 18.00-19.00 სთ და 21.00 - ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საუზმე დღიური რაციონის უნდა შეადგენდეს- 30%-ს, სამხარის– 20%; სადილის–40%; ვახშამი კი–19%. საკვების მიღების შემდეგ აუცილებელია დასვენება, მაგრამ აქტიური. ორსულმა ვახშამი უნდა მიიღოს დაძინებამდე 2-3 საათის ადრე მაინც.
ორსულობის II ნახევარში კიდევ უფრო მატულობს ცილაზე მოთხოვნილება. ამიტომ დაბალი სიმაღლის ორსულის დღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2400-2600 კკალ, ცილები უნდა იყოს 100-110გ, ცხიმები- 70-74 გ, ნახშირწყლები- 330-360 გ. საშუალო სიმაღლის ორსულის შემთხვევაში კალურიულობა– 2800-3000 კკალ. ცილები– 120 გ, ცხიმები– 85გ, ნახშირწყლებ– 400 გ. მაღალ ორსულებში კი– კალორიულობა 3000-3300 კკალ, ცილები_ 120-140 გ, ცხიმები– 85-100 გ, ნახშირწყლები– 410-440 გ. ორსულობის მეორე ნახევარში მიზანშეწონილია 5-6-ჯერად კვება, თანაც ორსულმა დღის განმავლობაში მისაღები საკვებსა მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჭამოს დღის პირველ ნახევარში. საუზმე უნდა შეადგენდეს 30%, სამხარი_ 15%; სადილი_40%, ლანჩი-5%; ვახშამი_ 10%.
ორსულმა უნდა დაიცავით “პირამიდის” პრინციპი. ყველაზე მეტად ორსული ქალი ორგანიზმს ესაჭიროება პური, მარცვლეული კულტურები, ფაფეული და მაკარონის ნაწარმი _ ეს არის პირამიდის საფუძველი. ხილი და ბოსტნეული დაახლოებით შუაშია განლაგებული. მესამეც, პირამიდაში შედარებით მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი რძის პროდუქტები, აგრეთვე ხორცი და პარკოსნები, კვერცხი და კაკალი. პირამიდის მწვერვალშია ცხიმები, ზეთი, ტკბილეული. მათი მიღება რეკომენდებულია მცირე რაოდენობით.
ორსულთათვის სასარგებლო პროდუქტებია : • მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი; • ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა; • ხორცი, თევზი, კვერცხი; • ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.
ორსული უნდა მოერიდოს: • კოფეინის შემცველ სასმელს: ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი –კოლა და კოკა-კოლა; თუ ორსულს ძალიან სურს ამ სასმელების მიღება, მაშინ დღის განმავლობაში მასქსიმუმ 2 ჭიქა შეუძლია დალიოს. • ალკოჰოლს _ დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მას; • თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას; • ჭარბად შაქარს და ტკბილ საკვებპროდუქტებს: კომფეტები, შოკოლადი, ნამცხვერები; • საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადები, მწნილები, საწებლები; • ცხოველური ცხიმის დიდი რაოდენობით მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში; • კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავენ და შესაძლოა ისეთი საშიში ინფექციის წყარო გახდენენ, როგორიცაა ბოტულიზმი. • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს; • თოხლო და უმ კვერცხს. • ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს;
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად