მაინტერესებს რას შეიცავს გამონადენი.. აქვს თუ არა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

17-12-2011

-გამარჯობა მაინტერესებს რას შეიცავს გამონადენი.. აქვს თუ არა მჟავიანობა და თუ მჟავეა რისი ბრალი შეიძლება იყოს.. ცუდია თუ კარგი... ძაან მეცინება შეკითხვაზე მაგრამ იქნებ მიპასუხოთ ))

პასუხი
- სქესობრივი მომწიფების ასაკში გამონადენი ციკლურ ხასიათისაა და მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. ციკლის შუაში (მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე არსებულ პერიოდში) გამოიყოფა ლორწოვანი გამონადენი, რომელიც უმი კვერცხის ცილას ჰგავს. ეს ოვულაციის - კვერცხუჯრედის მომწიფების - და ესტროგენების მაქსიმალური პროდუქციის ნიშანია. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის ოდენობა მინიმუმამდე იკლებს. მენსტრუაციამდე მცირე ხნით ადრე ჩნდება ზომიერი ერთგვაროვანი გამონადენი, რომელიც ბრინჯის ნახარშს წააგავს. გამონადენმა შესაძლოა იმატოს სქესობრივი აგზნებისა და ორსულობის დროს, აგრეთვე - მაშინ, როდესაც ქალი იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს ან იყენებს საშოსშიგა სპირალს. სასქესო ორგანოებიდან გამონადენის ნორმალური მახასიათებლებია:
• მოცულობა - 2 მლ-მდე დღე-ღამეში;
• მჟავა რეაქცია;
• რძისმაგვარი ფერი;
• ლორწოვანი კონსისტენცია;
• უსიამოვნო სუნის არქონა;
• დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნებების არარსებობა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად