მოგესალმებით,მიხარია რომ არსებობთ.არ ვიცი რამდენად... | ალერგოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ალერგოლოგია

კატეგორია - ალერგოლოგია

16-12-2011

-მოგესალმებით,მიხარია რომ არსებობთ.არ ვიცი რამდენად სწორად შევარჩიე კატეგორია,მაინტერესებს ციტრუსი ალერგიული თუ შეიძლება იყოს?ან რაიმე უარყოფით ზემოქმედებას ხომ არ მოახდენს მისი ყოველდღიურად მიღება ორგანიზმზე?,სუსტი ორგანიზმი მაქვს და ც ვიტამინის მიღების მიზნით თითქმის ყოველდღე ვჭამ ფორთოხალს და კივს

პასუხი
-ციტრუსი სწორედ რომ ალერგიული ხილის კატეგორიას განეკუთვნება. თუ თქვენი ორგანიზმი ალერგიული არ არის ამ ხილი მიმართ რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში მიღება არავითარ ალერგიულ გავლენას არ მოახდენს, პირიქით მათი მიღება დიდად სასრგებლოა ორგანიზმისთვის.
ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ებრძვის ვირუსებს და აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს კანის სტრუქტურას, სისხლძარღვებს, შეხორცების პროცესს, ხელს უშლის ორგანიზმისთვის მავნე თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აბრკოლებს კიბოს უჯრედების წარმოშობას. ეს ციტრუსი შეიცავს ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვასა და სასიკეთოდ მოქმედებს ენდოკრინულ ჯირკვლებზე, თიამინს (B1 ვიტამინი) რიბოფლავინს (B2 ვიტამინი), კაროტინს (A ვიტამინი) და პექტინებს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ფორთოხალი ასევე მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. გლუკოზა ენერგიას მატებს ნერვულ ქსოვილებს, ხოლო ფრუქტოზა ინსულინის გარეშე შეიწოვება. ფორთოხლის მოყვარულებს არ უნდა ეშინოდეთ ოსტეოპოროზისა და პაროდონტოზის, რადგან კალციუმი, რომელსაც ის შეიცავს, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ხოლო კალიუმი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, მაგნიუმი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ეთერზეთები, რომელსაც ფორთოხალი (უპირატესად კანი) შეიცავს, აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს, წმენდს ორგანიზმსა და ებრძვის მავნე მიკრობებს.
ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ებრძვის ვირუსებს და აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს კანის სტრუქტურას, სისხლძარღვებს, შეხორცების პროცესს, ხელს უშლის ორგანიზმისთვის მავნე თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აბრკოლებს კიბოს უჯრედების წარმოშობას. ეს ციტრუსი შეიცავს ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვასა და სასიკეთოდ მოქმედებს ენდოკრინულ ჯირკვლებზე, თიამინს (B1 ვიტამინი) რიბოფლავინს (B2 ვიტამინი), კაროტინს (A ვიტამინი) და პექტინებს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
მანდარინი შეიძლება გამოყენებული იქნას სამკურნალო მიზნით: 1. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის (ახლშობილებისათვისაც კი) და ავადმყოფი ადამიანებისათვის; 2. მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას; 3. მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსაგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანადრინის წვენის დალევა; 4. ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე (1:10); 5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი; 6. მანდარინის კანი შედის სამკურნალო მცენარეების ნარევებში, რომელსაც იყენებენ მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი მწარე ნაყენების დასამზადებლად. მიიღება 10-20 წვეთის ოდენობით, კვებამდე 15-30 წუთით ადრე; 7. მადის სტიმულაციისათვის რეკომენდებულია მანდარინის გამხმარი კანისაგან დამზადებული ნაყენის მიღება იგივე დოზით; 8. დიდი რაოდენობით მანდარინის წვენის მიღება ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა; 9. მანდარინის ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს გააჯერებს ვიტამინებით; 10. მანდარინს აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; 11. მანდარინში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებენ გუნებ-განწყობას; 12. დიაბეტის დროს მანდარინის კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ვადუღოთ 1 ლიტრ წყალში 10 წთ-ის განმავლობაში. ნახარში უნდა შევინახოთ მაცივარში გაუწურავად და მივიღოთ ყოველდღიურად; 13. მანდარინი და მანდარინის კანი მისი ფიტონციდური თვისებების გამო ანტიმიკრობულ მოქმედებას ავლენს; 14. მანადარინის წვენი შეიძლება გამოყენებული იქნას გარეგანად სახმარად რძიანას დროს; 15. მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურია დიზენტერიის დროს; 16. კლიმაქტერული პერიოდის ჭარბი სისხლდენების დროს მანდარინს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას; 17. კანის დაავადებების დროს მანდარინში არსებული ფიტონციდების მოქმედება იმდენად მძლავრია, რომ მანდარინის ახლადგამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსპორია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისაგან და კანისგან მიღებული წვენი. მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.
ქართულ ციტრუსებში გრეიფრუტს მოკრძალებული ადგილი უკავია ფორთოხლის, მანდარინის და ლიმნის შემდეგ, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებებით მას ღირსეული მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ბევრ ხილს. მისი ნაკლები პოპულარობა განპირობებულია მომჟავო-მომწარო გემოს გამო. გრეიფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, P, B ჯგუფისას, კალიუმს და მაგნიუმს. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღაგზნებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. სანამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას დიეტით შეეცდებით, მოსინჯეთ გრეიფრუტი. მის კანქვეშ და ნაყოფის თხელი აფსკი შეიცავს ნივთიერება ნარინგინს, რომელიც მეცნიერთა აზრით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, შედეგად ცხიმის წვას, რის გამოც გრეიფრუტის რეგულარული მიღებისას ბუნებრივად ქრება ზედმეტი კილოგრამები. ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს გერდის გამოკვლევით გრეიფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც ქოლესტერინის შესამცირებელი ცნობილი პრეპარატები. ამ ხილის გლიკოზიდები და ვიტამინები აკეთებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიალურ წნევას. გრეიფრუტის ერთი ნაყოფი ადამიანის C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ფარავს. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს. როგორც სხვა ყვითელ-ნარინჯისფერი ნაყოფები, გრეიფრუტიც აუმჯობესებს განწყობას, ამხნევებს, ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ძალას მატებს ფიზიკური და გობრივი გადაღლისას, აუმჯობესებს მეხსიერებას. თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავს გრძნობთ დამტვრეულად, ავადმყოფად და ეს გამოწვეულია საფუარის სოკო კანდიდათი (Candida) , რომელსაც იმუნური სისტემა გამოჰყავს წონასწორობიდან, შესაძლოა ამ ვერაგ მტერს მოერიოთ გრეიფრუტის კურკებით. სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მათი ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე. სალათებზე გრეიფრუტის წვენის მოსხმით თქვენ ორმაგ ეფექტს მიიღებთ. თაფლში მოზელილი გრეიფრუტის ნაყოფი 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად