. ერთი კითხვა მაქვს. ვარ 31 წლის მამაკაცი. დილით ... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

16-12-2011

-გამარჯობათ. ერთი კითხვა მაქვს. ვარ 31 წლის მამაკაცი. დილით ვარჯიშის დროს (სკოლის ეზოში დავრბოდი) ამტკივდა მუხლები. ექოსკოპია გადავიღე და მარჯვენა მუხლში მცირე ზომის ცისტა მაქვს, დაახლოებით 10 მმ. მარცხენა მუხლში ძალიან მცირე ართრიტი, პირველი სტადიაც არ არისო. შემდეგ ორთოპედს მივმარტე და მკურნალობა დამინიშნა. რომ ვეკითხები, ვარჯიშის გაგრძელებაზე ყოველთვის გაურბის პასუხს. მაინტერესებს ბოლომდე განკურნების შანსი მაქვს თუ არა? დილით სირბილს ვეღარასოდეს შევძლებ?თქვენ მითხარით,რომ შანსი მცირეა განკურნების და მაინტერესებს შანსი როგორ უნდა გამოვიყენო?ოპერაციით თუ ხანგრძლივი მკურნალობით?რჩევას ველი თქვენგან მადლობთ

პასუხი
- ტერმინი "ართრიტი" მრავალ პათოლოგიას აერთიანებს. თითოეულ მათგანს განსხვავებული, მისთვის ტიპური რისკფაქტორები აქვს, მაგრამ ცნობილია ფაქტორები, რომლებიც საზოგადოდ ზრდის სახსართა პათოლოგიების აღმოცენების რისკს. მათ შორის უნდა გამოვყოთ:
• ნიკოტინი. დადგენილია, რომ მისი ზემოქმედებით იზრდება სახსართა პათოლოგიების აღმოცენების ალბათობა.
• ცივ წყალთან კონტაქტი, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სპაზმს, ზრდის სახსრების დაზიანების რისკს;
• ჭარბი წონა განაპირობებს სახსრების დატვირთვას;
• ფიზიკური გადატვირთვა;
• ჰიპოდინამია;
• არაკომფორტული ფეხსაცმელი, მოუხერხებელი სკამი, რბილი საწოლი, მაღალი ბალიში. თუ გვსურს, ჯანმრთელი სახსრები შევინარჩუნოთ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სქელძირიან, ფართო და საშუალო სიმაღლის ქუსლიან ფეხსაცმელს, მაგარ საწოლს, პატარა ბალიშს;
• ბრტყელტერფიანობა და სახსართა ჰიპერმობილობა ანუ ზედმეტად მოძრავი სახსრები ზრდის ართრიტის აღმოცენების რისკს;
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ართროზით დაავადების რისკჯგუფს შეადგენენ (აქვთ ტრავმა, ან სახსრის ესა თუ ის პათოლოგია, ჭარბი წონა), რეკომენდებულია დოზირებული დატვირთვა. ზომიერი სიარული, ველოსიპედი, ცურვა წარმოადგენს ართროზის პროფილაქტიკის ძირითად საშუალებას.
რაც შეეხება მკურნალობას, თერაპიული კურსი მოცავს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებს (მაგ.: პარაცეტამოლი), მძიმე შემთხვევებში კეთდება სახსარშიდა ინექციები სტეროიდებით, ქონდროპროტექტორები. ტკივილის შემცირების მიზნით მიმართავენ ელექტროთერაპიას, ფონოფორეზს ჰიდროკორტიზონით, ლაზერო და მაგნიტოთერაპიას, სამკურნალო მასაჟს, კინეზოთერაპიას. ჭარბი წონა დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს.
მიჩნეულია, რომ სხეულის მასის 1 კგ-ით შემცირება სახსარზე დატვირთვას საშუალოდ 4კგ-ით ამცირებს.
ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მაშინ, როცა სახსრის დაზიანების ხარისხი იმდენად მძიმეა, რომ თერაპიული, კონსერვატიული მეთოდებით მდგომარეობის გამოსწორება ვერ ხერხდება.
და კიდევ, მნიშვნელოვანია კვების რაციონი: უნდა შეიზღუდოს ხორცი, რაფინირებული და თერმულად დამუშავებული საკვები, რომელიც შეიცავს ნაკლებ მინერალებსა და ტუტე მარილებს. სასარგებლოა თხის რძე, რძის შრატი, ხბოს ძვლის ბულიონი, კომბოსტოს წვენი, ნიახურის ღეროები და ფესვები, ტყის კენკრა. რაც მთავარია, საკვები, რომელიც ართროზს "არ უყვარს", თაფლია, რომელიც დაავადებულს შეუძლია ჭამოს და კომპრესადაც გამოიყენოს მტკივნეულ ადგილებზე.
ეს არის ის ძირითადი მიდგომები რაც დღეისათვის არსებობს ამ პათოლოგიის მიმართ!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად