გთხოვთ მომაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც გას... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
15-12-2011

-გთხოვთ მომაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც გასტროენტეროლოგმა ამიხსნა (თქვენთანაც იგივე ამოვიკითხე) ჰირშპრუნგის დაავადება არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას და აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, ჩემს 2 წლის და 6 თვის ბავშვს ჰქონდა შეკრულობა ანუ 6 დღე არ გასულა კუჭზე, გადავიღეთ ირიგოგრაფია და ღვთის წყალობით არ აღმოაჩნდა ზემოთ აღნიშნული პათოლოგია. ვუმკურნალეთ მედიკამენტებით და მოწესრიგდა კუჭ-ნაწლავის მოქმედება ანუ იყო როგორც პედიატრმა აღნიშნა "შორსწასული" დისბაქტერიოზი. 4 თვის მერე იგივე განმეორდა, ჩივილები ბავშვს არანაირი არ ჰქონდა, არც მუცელი ჰქონდა შებერილი, არც ტკიოდა, არც გასვლა უნდოდა, იყო აქტიური, ნორმალურად ჭამდა და ძილიც მშვიდი ჰქონდა, თუმცა 6 დღე არ გასულა კუჭზე, ისევ დანიშნა პედიატრმა თითქმის იგივე მედიკამენტები (დუფალაკი, ბიფლორაკი, კრეონი, ეუკარბონი) რაც მაშინ, ისევ დაიწყო ბავშვმა გასვლა კუჭზე, მაგრამ მაინც ვნერვიულობ, მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, ჰირშპრუნგის დაავადებას ახასიათებს "ნათელი წერტილები"? ვგულისხმობ იმას, რომ ბავშვი მკურნალობის შემდეგ კარგადაა ანუ ახასიათებს ამ დაავადებას მსგავსი მომენტები, გთხოვთ გამცეთ ამომწურავი პასუხი, მეშინია რამე არ გამომეპაროს

პასუხი
-როგორც ერთხელ უკვე მოგწერეთ, დუფალაკი და ეუკარბონი საფაღარათო საშუალებებია, მათი მიღებისას შეიძლება კუჭის მოქმედება მიწესრიგდეს, თუმცა სამწუხაროდ ეს დაავადებას არ გამორიცხავს. უნდა დაასრულოთ კვლევა, რომელსაც ქირურგები თვლიან საჭიროდ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად