ვარ 23 წლის, გათხოვილი, თქვენი დახმარება მინდა, რო... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

14-12-2011

-ვარ 23 წლის, გათხოვილი, თქვენი დახმარება მინდა, როგორც ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის. დიდი ხანია დაახლოებით 6 წელია მაქვს აკვიატებები, შიშები. მაგალითად თუ ვინმე დაიღუპა ახალგაზრდა, რამოდენიმე კვირა სულ ცუდზე ვფიქრობ, ასე მგონია, რაც მას სჭირდა, ის მეც მაქვს, ის მე და ჩემს ოჯახის წევრებს შეგვემთხვევა, მაგალითად, მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ავარიები ხდება და სულ ახალგაზრდები იღუპებიან, მანქანაში რომ ვზივარ, იმის შიში მაქვს, უბედური შემთხვევა არ მომივიდეს, მარშუტით ვერ ვმგზავრობ დიდ გზებზე და სულ მატარებლით დავდივარ, ასევე მარტო ოთახში ვერ ვიძინებ თუ გვერდით არავინ მიწევს, შემიძლია გავათენო ღამე, მოგეხსენებათ გათხოვილი ვარ და მეუღლე რომ მუშაობს, ღამის ცვლები უწევს და დედაჩემთან გავრბივარ დასაძინებლად, აბა სახლში ხომ არ ვიტყვი, ვერ ვწვები მეორე ოთახში მეთქი, ეგრევე გიჟად ჩამთვლიან, ასევე მაქვს ექიმების შიში და პანიკები მეწყება, რომ გავთხოვდი, ერთმა ჩემმა ნათესავმა იმშობიარა იმ პროცესში და ძლივს გადაარჩინეს დედაც და ბავშვიც და იმის მერე მაქვს მშობიარობის შიში და ასე მგონია რა წუთშიც ორსულად დავრჩები, ჩემი დღეები დათვლილია და აუცილებლად რამე მომივა, ვერ გადავიტან, ამას რომ გწერთ თან ვტირივარ, მრცხვენია ასეთი რამის დაწერა, არადა ისე გვინდა შვილი, ეტყობა ღმერთმა მიწყინა და იმიტომ ვარ ასე, ვის გავუზიარო ეს გიჟური აზრები არ ვიცი, სახლშიც ვერ ვამბობ , აღარ ვიცი, რა ვქნა, ძალიან მომაბეზრა ამ ყველაფერმა თავი, დავიღალე, 1 წლის წინ დავდიოდი თბილისში ერთ ძალიან განთქმულ ფსიქოლოგთან და მითხრა შენ გაქვს გარე სამყაროს შიში და სიკვდილის შიში, ჩამიტარა 10 სეანსი, მეტი აღარ ჩავიტარე, დამშვიდების მაგივრად გამაგიჟა , აღარ ვიცი, რა ვქნა, რა გზას მივმართო, ექიმის დანახვა არ მინდა, ეს ჩემი მეუღლეც გავაგიჟე, აღარ მინდა სახლში ვთქვა რა მჭირს, მრცხვენია, არ იტყვიან ეს გიჟია ჩამოყალიბებული და იქნებ თქვენ მომცეთ რჩევა, რა გავაკეთო, ექიმთან ვეღარ მივალ, ჩემს დედამთილს და მამამთილს ჰგონიათ უშვილობის გამო ვარ ასეთ დღეში და იმიტომ დავდიოდი ფსიქოლოგთან და ეხლა რომ კიდევ ფსიქოლოგი ვუხსენო მართლა გიჟად ჩამთვლიან და იქნებ მანდედან მომცეტ რამე რჩევა როგორ მოვიქცე, გთხოვთ გამომეხმაუროთ. მადლობა წინასწარ.

პასუხი
-დამშვიდდით, ეს არ არის ე.წ. სიგიჟე, ეს ნევროზია (ფობიებით გამოხატული), ამას აუცილებლად ექნება საფუძველი, მიზეზი, მეტად მნიშვნელოვანია ამ მიზეზის პოვნა. სამწუხაროდ დისტანციურად დახმარება შეუძლებელია, რადგან პრობლემა ჩაღმავებას საჭიროებს და თან, ჩვენი აზრით, მედიკამენტოზური მკურნალობაც იქნება აუცილებელი (დამამშვიდებლები, შეიძლება ანტიდეპრესანტები და ა.შ). თქვენ უნდა მიმართოთ ფსიქონევროლოგს, რასაკვირველია ფსიქთერაპევტის ჩარევაც იქნება საჭირო. ახლა გირჩევთ დამშვიდდეთ, მეუღლეს ან მშობლებს გაუმხილოთ თქვენი,,სატკივარი" და სთხოვოთ წამოყვნენ ექიმთან ან დამოუკიდებლად მიმართეთ მას. თუ  ამ ამბის გამხელა არ გსურთ,  მაშინ სხვებთან (თუნდაც დედამთილ-მამათილთან) ნუ გაამხელთ, რომ   ამ პრობლემის გამო დადიხართ ექიმთან. სხვათაშორის ორსულად რომ არ რჩებით, ამაშინ შეიძლება მნიშვნელოვან როლს თქვენი ნერვული დაძაბულობა ასრულებდეს და პირიქით, ის რომ არ ხართ ორსულად, კიდევ უფრო ამძიმებდეს თქვენ ნევროზზს, ანუ იქმნება მანკიერი წრე. ამიტომ აუცილებელია დროული მკურნალობა, რადგან მალე დაწყებული სწორი მკურნალობით დადებით შედეგს მალევე მიიღებთ.
გვენდეთ და მიმართეთ ფსიქონევროლოგს. კარგი იქნება მოძღვართან გასაუბრებაც, თუ რა თქმა უნდა, ქრისტიანი ხართ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად