როდიდან უნდა ჩავაცვა პატარას ფეხსაცმელი და როგორი ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-როდიდან უნდა ჩავაცვა პატარას ფეხსაცმელი და როგორი ფეხსაცმელი შეურჩიო? ძალიან დიდი მადლობა.

პასუხი
-7 თვემდე “ნამდვილი” ფეხსაცმლის შეძენას აზრი არ აქვს. აჯობებს, ამ ასაკში პატარას რბილი მასალისგან დამზადებულიფეხსაცმელი ეცვას , რომელიც სიარულისას ტერფისთვის საყრდენის ფუნქციას ვერ შეასრულებს. 7-8 თვის ასაკისთვის ბავშვს ნამდვილი ფეხსაცმელი დასჭირდება, რომლის შერჩევისას მთავარი მოთხოვნა ზომის სწორი განსაზღვრაა. ბავშვისთვის მისაღებია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც ჯეროვნად აფიქსირებს კოჭ-წვივის სახსარს. ასეთია თასმებიანი და ფხრიწიანი ფეხსაცმელები. მართებულად შერჩეული ფეხსაცმელი ტანადობის სწორ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუ პატარას პედიატრმა და ორთოპედმა სუპინატორი ურჩიეს, ის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ან დაამზადებინოთ, თანაც – მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის ასაკიდან. მანამდე ტერფი ჩამოუყალიბებელია და ძნელია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა პატარას “ბორცვიანი” სამკურნალო ფეხსაცმელი.
თუ მაინცდამაინც სუპინატორიანი ფახსაცმლის შეძენა გსურთ, ის უნდა იყოს საშუალო ზომის, რბილბორცვაკიანი და ნასვრეტებიანი. ზოგჯერ უხარისხო ფეხსაცმელს სუპინატორის ადგილას მხოლოდ ნასვრეტები აქვს და თითით მოსინჯვისას შემაღლება არ შეიგრძნობა. ასეთი ფეხსაცმლის შეძენას არამც და არამც არ გირჩევთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად