რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის.წავიკითხე თქვენი რჩევები და გეთანხმებით,რომ ყოველი სიტყვის წარმოთქმის წინ გული ლამის საგულედან ამომივარდეს, შინაგან განცდებს დიდ ყურადღებას ვაქცევ, არ ვარ თავისუფალი.მინდა,მაგრამ ვერ ვახერხებ. ოჯახში ყველაზე პატარა ვარ, ახლობლები და ოჯახის წევრები დღესაც ისე აღმიქვავენ, როგორც პატარას, თუ რამე გასაკეთებელია, ყველა ამბობს, რომ მე პატარა ვარ და ვერ გავაკეთებ და ჩემს გასაკეთებელს ჩემი და აკეთებს. იქნებ ჩამრჩა ბავშვობიდან ეს და ჩამომიყალიბდა არასრულფასოვნების კომპლექსი, იქნებ სწორედ ამის გამო მგონია რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ და ვამბობ, ისევ ბავშვად ვთვლი თავს. განათლება არ მაკლია და ვერ ვიტყვი ,რომ ამ მხრივ მაქვს კომპლექსი. ვიზუალური მონაცემებიც ძალიან კარგი მაქვს და ამას ყველგან და ყოველთვის აღნიშნავენ,ამიტომ არც ამ მხრივ მაქვს კომპლექსი. რატომ მტანჯავს არასრულფასოვნების კომპლექსი, რატომ ვერ ვარ თავისუფალი და ვერ ვახერხებ ადამიანებთან კონტაქტს?? ;( გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს და იმედი მაქვს გადავლახავ ყველა დაბრკოლებას. ძალიან ველოდები თქვენს რჩევებს.მჯერა ,რომ თქვენი დახმარებით დავიბრუნებ საკუთარი თავის რწმენას.ძალიან დიდი მადლობა, რომ არსებობთ.
პასუხი
-თქვენ აუცილებლად მოახერხებთ ამ კომპლექსისგან განთავისუფლებას. ძალიან კარგი იქნება თუ ფსიქოლოგს მიმართავთ. თუ მართმადიდებელი ბრძანდებით, მაშინ გირჩებთ აიყვანოთ მოძღვარი და იაროთ ტაძარში. უფლის რწმენა და ეკლესიური ცხოვრება დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. როცა ადამიანი სულიერი სიმშვიდე აქვს, იგი თავისუფალია და არ აწუხებს კომპლექსები (თუნდა ჰქონდეე ის).