-ორგაზმი და სპერმის გამოყოფა ერთმანეთისგან განსხვავებული მცნებებია.
ორგაზმი სექსუალური აგზნების კულმინაციაა, რომელიც დაკავშირებულია სიამოვნებისა და კმაყოფილების გრძნობასთან. ეაკულაცია კი ძლიერი რეფლექსური აქტია, რომლის დროსაც ხდება თესლის გადმონთხევა შარდსასქესო მილიდან. როგორც წესი ეაკულაციას ახლავს ორგაზმი, მაგრამ ზოგი, სხვადსხვა მიზეზის გამო, ორგაზმს ვერ განიცდის.