მაინტერესებს ეპილეფსია თუ არის განკურნებადი ან რა ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

11-12-2011

-მაინტერესებს ეპილეფსია თუ არის განკურნებადი ან რა მეთოდით ხდება მისი განკურნება ცერებრალურ დამბლიან მოზარდში რომელიც 12 წლის გახლავთ, დადის და ვერ ლაპარაკობს ეს ბავშვი, მხოლოდ რაღაც სიტყვებს ამბობს.

პასუხი
-ამ ეტაპზე უნდა მიმართოთ კვლევისათვის ეპილეფსიის ცენტრს, რომელიც მდებარეობს ჯავახიშვილის 51–ში რათა დაზუსტდეს დიაგნოზი და შეირჩეს ადექვატური მკურნალობა. ეპილეფსიური სინდრომების დიდი ნაწილი სრულიად განკურნებადია. ხშირ შემთხვევაში მიიღწევა მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და მხოლოდ 3-4% არის რეზისტენტული. პროგნოზი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე, ეპილეფსიურ სინდრომზე, გულყრათა ტიპზე, გამოვლენის ასაკზე, ელექტროენცეფალოგრაფიის მაჩვენებლებზე და სხვ. ეპილეფსიის განკურნება მიიღწევა ანტიკონვულსიური თერაპიის საშუალებით. ეს პრეპარატები პაციენტებს არ ენიშნებათ მთელი სიცოცხლის მანძილზე. მოხდება თუ არა გულყრების კონტროლი ანუ მიიღწევა რა მინიმუმ 2-წლიანი რემისია, ელექტროენცეფალოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით ნელ-ნელა დოზას ამცირებს ექიმი და შემდგომ კი საერთოდ წყდება პრეპარატის მოხმარება. თუ გულყრა იშვიათია, მკურნალობის ჩატარებას წინასწარ, გულყრის თავიდან აცილების მიზნით აზრი არ აქვს, რადგან შეიძლება რამოდენიმე წელი ავადმყოფი გყავდეს ანტიკონვულსიურ პრეპარატებზე (ამ პერიოდში შეიძლება პაციენტს ისედაც არ განუვითარებოდა გულყრა) და მისი მოხსნის შემდეგ აღმოცენდეს გულყრა. ასევე მკურნალობა არ ინიშნება მაშინ, თუ ავადმყოფს ორი გულყრა მაინც არ ჰქონია ერთმანეთის ახლო ინტერვალით (1 წელი შუალედი), აგრეთვე ბოლო გულყრიდან ორი წელი ან მეტია გასული. უფრო მეტი ინფრმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე თინათინ გოცაძის სტატია "კიდევ ერთხელ ეპილეფსიის შესახებ".
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად