ვარ 18 წლის გოგო. ძალიან ვარ კომპიუტერზე მიჯაჭვულ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

10-12-2011

-გამარჯობათ, ვარ 18 წლის გოგო. ძალიან ვარ კომპიუტერზე მიჯაჭვული. თითქოს დამოკიდებული ვარ მასზე როგორც ხალხი ნარკოტიკზე ან თამბაქოზე. არ მინდა რომ ასე იყოს. რამდენიმე დღე ინტერნეტი არ მქონდა და ყველაფრის ხალისი მქონდა დაკარგული. ვერც სწავლას ვუდებდი გულს და ვერაფერს. ინტერნეტის გამო სწავლას არასდროს ვაფერხებ მაგრამ თუ ინტერნეტი არ მაქვს არაფერი აღარ მინდა, შეიძლება დეპრესიაში ჩავვარდე. ეს უკვე ავადმყოფობაა, არ შეიძლება ასე, იქნებ რამე მირჩიოთ... წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
-კრიტიკულად და საღად აფასებთ თქვენს მდგომარეობას ეს უკვე კარგია. იფიქრეთ თქვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მხარეზე, რასაც ფაქტიურად ანგრევს კომპიუტერზე მიჯაჭვულობა, დაფიქრდით რა არის თქვენთვის უპირატესი ცხოვრებაში – ის ჩაკეტილობა რასაც კომპიუტერთან საათების გატარება გიქადით თუ ის სილაღე, დამოუკიდებლობა, გარემოთი ტკბობა, საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობა , რაც ადამიანს, როგორც პიროვნებას წარმოაჩენს, და მაშინ ალბათ უფრო ადვილად დასაძლევი აღმოჩნდება ეს სენი. მოკიდეთ წიგნს ხელი, დაკავდით სპორტით ან მოძებნეთ საქმე, რომელის კეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ კომპიუტერზე მიჯაჭვულობა არ არის უკურნებელი სენი, და თუ მაინც დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ მასთან გამკლავება მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად