.ვარ ზუსტად 6 კვირის ორსული,ბოლო 2 კვირის განმავლო... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-12-2011

-გამარჯობათ.ვარ ზუსტად 6 კვირის ორსული,ბოლო 2 კვირის განმავლობაში მაქვს დროდადრო სისხლიანი გამონადენი,თავიდან დაიწყო მუქი ყავისფერი და ბევრად მცირე რაოდენობის,ვიდრე მენსტრუაციული,შემდეგ შემცირდა და 4 დღის წინ ფერიც ღია გახდა და რაოდენობამაც იმატა. 5 კვირაზე ჩავიტარე ექოსკოპია,სადაც გამოჩნდა სანაყოფე აპკი,მაგრამ ნაყოფი არ ჩანს.ექიმმა ამიხსნა რომ, ან ნაყოფი საკმაოდ პატარაა ჯერ და მაგიტომ არ ჩანს,ან კი უკვე შეწყვეტილი ორსულობაა. სიცხეები არ მაქვს,გამონადენი შემცირდა, ტესტი დღემდე აჩვენებს ორსულობას. საშინელ გაურკვევლობაში ვარ,ვწევარ ეს დღეები და შიშით ველოდები რა იქნება. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,მუცლის მოწყვეტის შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება რომ გამოიდევნოს ნაყოფი და როდის აღარ აჩვენებს ტესტი ორსულობას ჩემს მდგომარეობაში? წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
პასუხობს შ.პ.ს "რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრის" ექიმი-გინეკოლოგი, ქეთევან ტაბუცაძე:
- 5 კვირაზე შეიძლება, მართლაც არ ჩანდეს ნაყოფი, ამიტომ აჯობებს თუ დაელოდებით 1 კვირა მაინც და განმეორებით ჩაიტარებთ ექოსკოპიას, იგი დაზუსტებით გეტყვით არის თუ არა ორსულობა პროგრესირებადი. ტესტმა შესაძლებელია დადებითი პასუხი ორსულობის შეწყვეტიდან გარკვეული პერიოდი ისევ დადებითი აჩვენოს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად