მაინტერსებს ნერწყვით გადადის თუ არა შიდსი და რამდ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
03-12-2011

-გამარჯობათ, მაინტერსებს ნერწყვით გადადის თუ არა შიდსი და რამდენ ხანში ვლინდება შიდსის სიპტომები და რა სიპტომები ახასიათებს. წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი

-შიდსი ნერწყვით არ გადაეცემა. უშუალოდ ინფიცირებისას და ინფიცირებიდან ხანმოკლე პერიოდში დაავადების სპეციფიკური კლინიკური ნიშნები არ ვლინდება, შესაძლოა აღინიშნოს ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისათვის ე. წ. "გაციებისათვის" დამახასიათებებლი სიმპტომატიკა. დაავადების კლინიკური სიმპტომები კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლების შემდეგ ვლინდება. შიდსის გამოვლინება შეიძლება იყოს

•გახანგრძლივებული ცხელება

•პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ცუდად ემორჩილება მკურნალობას

•ხანგრძლივი ფაღარათი

•სხვადასხვა ლოკალიზაციის სოკოვანი ინფექციები

როდესაც ეს სიმპტომები აღენიშნება პიროვნებას, რომელიც შიდსით დაავადების რისკის ჯგუფს ეკუთვნის (ნარკომანები, ჰომოსექსუალისტები, მეძავები), აუცილებელია ჩატარდეს კვლევა შიდსის გამოსარიცხად. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა აღნიშნული კვლევა საეჭვო სიმპტომებისას ჩატარდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე.

დააავდების შემდგომ ეტაპებზე თავს იჩენს სხვადსახვა ვირუსული ინფექციები, სებორეული დერმატიტი, ტუბერკულოზი, სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის იმფომა, კაპოშის სარკომა და ა. შ. ზოგადად შიდსის კლინიკური გამოვლინებანი მეტად მრავალფეროვანია. შიდსით დაავადებულს ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად უვითარდებათ ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასოცირებულია ვირუსებთან.

კომენტარები
04 ივლისი 2015 21:12
მაინტერესებს თუ შეიძლება სექსის დროს პრეზერვატივის დაზიანების შემთხვევაში რამოდენიმეჯერ მოქმედების შედეგად თუშეიძლება გადავიდეს შიდსი და 6-7 დგეში გამოვლინდეს სიმპტომები ფაღარათი, და სოკოვანი დაავადება ფეხის ტერფის ზემო მხრიდან
27 ივნისი 2015 00:41
მაინტერესებს შიდსიანის ნერწყვის პენისზე მოხვედრით თუ გადადის შიდსი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად