ვარ 19 წლის, გოგო, და მაქვს ფრჩხილებზე პრობლემებ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

02-12-2011

- გამარჯობათ, ვარ 19 წლის, გოგო, და მაქვს ფრჩხილებზე პრობლემები. ანალიზი ავიღე და სოკო გამოირიცხა, შემდებ აღმოჩნდა რომ ჩიყვი მქონდა დაპატარავებული და მასზეც ვიმკურნალე, და ახლაც ვაგრძელებს წამლის სმას, ვსვამ ლ_ტიროკსინს(25 გრამს), არ ვიცი ეს რამე კავშირშია თუ არა ჩემს ფრჩხილებთად მაგრამ მაინც დავწერ ბევრი ინფორმაციისთვის. მოკლედ ფრჩხილები მაქვს თითქმის განადგურებული, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ მტყდება და მეშლება, მთელი ფრჩხილის სტრუქტურაა დარღვეული, მბზინვარება არ აქვს , რაღაც ჩაღრმავებულებივითაა და ეს ჩაღრმავებულები შემდეგ იქერცლება, შეიძლება ითქვას დაჭმუჭნულივითაა მთელი ფრჩხილები, ასევე ადრე ვსვავდი კალცს ვიკეთებდი ზღვის მარილის აბაზანებს, მაგრამ ფრჩხილები მაინც არ აღდგა, 1 თვე ვსვამდი კერკავიტს ახლახანს დავამთავრე და თითქოს ცოდა გააუმჯობესაო , მაგრამ არ ვიცი ამ წამლის გაგრძელება კიდე შეიძლება თუ არა იმიტომ რომ ექიმმა მითხრა 1 თვე სვიო თან როგორც მითხრეს ვიტამინების მიღება 1 თვეზე მეტი არ შეიძლებაო , ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა, ან ვის მივმართო. ხო დამავიწყდა დამეწერა, ფრჩხილების გაფუჩება დამეწყო სადღას მარტიდან, ანუ მე_9 - მე_10 თვეა რაც ამას ვებრძვი და ვერ ვუშველე, უკვე დამავიწყდა როგორია ნორმალური ფრჩხილი :( (ასევე ამას ვერ დავაბრალებთ ფრჩხილის ლაქს, რადგანს სანამ ეს ყველაფერი დამეწყებოდა ფრჩხილის ლაქი 1-2 წელი არ მქონდა გამოყენებული) ბოდიშს ვიხდი თუ აბდაუბდა მიწერია.

პასუხი
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა პირდაპირ კავშირშია ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევასთან. უნდა მოწესრიგდეს ფარისებრის ჰორმონების დონე სისხლში და ფრჩხილის სტრუქტურა თანდათანობით აღდგება, საჭიროა ჰორმონთა რეგულარული კონტროლი, ვიდრე ბალანსი არ აღდგება. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება ფრჩხილის სოკოც გქონდეთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ანალიზი აიღეთ, მაგრამ გირჩევთ კიდევ ერთხელ გააკონტროლოთ ფრჩხილიდან აღებული მასალა. ნაცხის აღების წინ ხელი არ უნდა გქონდეთ დაბანილი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად