- მაწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, რამდენჯერმე მივმართე ექიმს, ჩავიტარე მკურნალობა, მაგრამ არაფერმა არ მიშველა. მოკლედ კუჭის პრობლემა მაქვს უკვე 2 წელია, ჩატარებული მაქვს უამრავი ენდოსკოპიური გამოკვლევა (ბოლო 4 თვეში 5 ჯერ გადამაყლაპეს ზონდი) დასკვნა: დისტალური რეფლუქს-ეზოფაგიტი, კუჭის კარდიალური ჟომის პირველი ხარისხის ნაკლოვანება, ქრონიკული ჰიპერტროფიული გასტრიტი ზედაპირული გაქვავებით, დუოდენალური რეფლუქსი, კუჭის ანტრალური ნაწილის ლორწქვეშა პოლიპური წარმონაქმნი, ეროზიული ბულბიტი. ვსვამდი უამრავ წამლებს, ანტიბიოტიკებს ექიმების მიერ დანიშნულს, ვიცავ დიეტას, არ ვეწევი და ვცხოვრობ ჯანსაღი წესით, საბოლოო ჯამში ფაქტია ის, რომ დღესდღეობით მაქვს საშინელი ტკივილები, მაქვს მომატებული მჟავიანობა, რაც საშინელ ძმარვას და ტკივილებს იწვევს, განსაკუთრებით წოლის დროს ან თუ ვზივარ. ერთი სიტყვით, უარმავი გადაყრილი ფული ექიმებში, კონსულტაციებში, გამოკვლევებში, წამლებში და საბოლოო ჯამში შედეგი არის ნული. იკნება მირჩიოთ როგორ მოვიქცე ან ბალახეულით მკურნალობაზე რა აზრის ხართ, ბევრმა მირჩია და არ ვიცი როგორ მოვიქცე.
- როგორც დასკვნაშია მითითებული, თქვენ გაქვთ კუჭის მჟავა წვენის რეფლუქსი საყლაპავში. სამწუხაროდ ეს მდგომარეობა ქრონიკულია, შემაწუხებელი სიმპტომების შესამცირებლად საჭიროა ცხოვრების გარკვეული წესი, პერიოდულად მედიკამენტური მკურნალობა. იმედია ჩატარებულია ბიოფსია და კუჭში არსებული ცვლილებების უჯრედოვანი საფუძველი შესწავლილია. მცენარეულმა საშუალებებმა შესაძლოა რეფლუქსი გააძლიერონ. დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატია „გულძმარვა“