დავიწყებ თავიდან, ცოტა გრძელი ნათქვამი გამომივა ა... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
22-11-2011

- დავიწყებ თავიდან, ცოტა გრძელი ნათქვამი გამომივა ალბათ და გთხოვთ მაპატიოთ. ჩემს 1.5 თვის შვილს 5 თვის ასაკში უფროსი შვილისგან გადაედო ჩუტყვავილა, მოსახადი იოლ ფორმებში მოიხადა, მერე ასევე უფროსი შვილისგან გადაედო რაღაც გრიპის ვირუსი, მოკლედ ძალიან მოკლე ინტერვალში ზედიზედ გაცივდა. 5 თვემდე საერთოდ არაფერი არ აწუხებდა, ერთ-ერთ გაცივებაზე დაუსვეს მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი და ამის შემდეგ დაიწყო წამება, ყოველი ერთი თვის ინტერვალით ხან მეტი, ხან ნაკლები აქვს ბრონქული შეტევები, მკურნალობა თითქმის ყველა ჯერზე ერთი და იგივეა, ინგალაცია ჯერ ბეროდუალით, მერე ატროვენტით, რაც დაახლოებით კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ხანდახან სალბუტამოლიც, ნახველის დასაშლელი კალიიოდატი და 4 თვეა უკვე უწყვეტად უნიშნავს ექიმი ვანსეარს, რისიც ცოტა არ იყოს მეშინია, რადგანაც სადაც არ წავიკითხე, წერია, რომ ვანსეარი ინიშნება 2 წლის ასაკიდან, ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, მინდა მირჩიოთ, როგორ მოვიქცე იმისთვის, რომ ამ დაავადებას ვებრძოლო ეფექტურად და მარტო შეტევიდან შეტევამდე არ შემოვიფარგლო, სად შეიძლება და საერთოდ შეიძლება თუ არა დავადგინო გამომწვევი მიზეზები და მაინტერესებს ამ ასაკში უკვე ისმება ასთმის დიაგნოზი?

პასუხი

- სამწუხაროდ თქვენ არ გაქვთ სწორად მითითებული ბავშვის ასაკი, ალბათ იგულისხმეთ 1,5 წელი და არა თვე. პატარას დანიშნული აქვს ბრონქული ასთმის დროს რეკომენდებული პრეპარატები, 1,5 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი მართლაც იშვიათობაა. რეკომენდებულია ალერგოლოგს მიმართოთ.
ბრონქული ასთმის სამკურნალოდ ძალზე ეფექტურია ბაკურიანის კლიმატი (განსაკუთრებით ზამთარში).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად