. ჩემი მეუღლის სპერმოგრამის პასუხია: ეაკულატის რაო... | ანდროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ანდროლოგია

კატეგორია - ანდროლოგია

22-11-2011

-გამარჯობათ. ჩემი მეუღლის სპერმოგრამის პასუხია: ეაკულატის რაოდენობა 2,4მლ.ფერი მორუხო - გამჭვირვალე. სუნი სპეციფიკური. PH PH 7,0. გათხელების დრო 20 წთ. ეაკულატის წებოვნება 0,1სმ. ხოლო სპერმატოზოიდების რაოდენობა მთელ ეაკულატში არ ფიქსირდება და წერია 0%...ექიმის დიაგნოზია ასპერმია (და არა აზოოსპერმია). ასევე გავაკეთეთ ჰორმონების ანალიზი და არ აღმოჩნდა დარღვევები.ასევე წინამდებარე და სათესლე ჯირკვლების გამოკვლევამ აჩვენა რომ მარჯვენა სათესლე ჯირკვალი ოდნავ პატარაა ზომაში(29.14.20მმ),ხოლო მარცხენა (27.14.18მმ)..ექიმმა გვითხრა მკურნალობას აზრი არ აქვს და საუკეთესო გამოსავალია ჩატარდეს ასპირაცია, თუ აღმოჩნდა რამოდენიმე ცოცხალი სპერმატოზოიდი შეიძლება ხელოვნური განაყოფიერებაო..(და თუ ეს შესაძლებელი იქნება ისრაელში გვირჩია ამ პროცედურის ჩატარება) ამ დიაგნოზით რამდენად შესაძლებელია ცოცხალი სპერმატოზოიდების არსებობა? რას გვეტყვით ამ გამოკვლევებზე მაინტერესებს თქვენი აზრი.ძალიან დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.

პასუხი

პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის  უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია:

-უფრო აზოოსპერმია არის, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდები. რაც შეეხება  გამოსავალს, მეც იგივეს გეტყოდით, მაგრამ პირად პრაქტიკაში (რადგანაც ჰორმონები ნორმაშია) დავნიშნავდი სპერმატოგენეზის სტიმულაციას, რაც ზრდის შანს თუნდაც რამოდენიმე ათასი სპერმატოზოიდი გამოჩნდეს, რაც თავიდან აგაცილებთ ასპირაციას ან ღია ბიოფსიას. მერე უკვე შესაძლებელია, ამ სპერმატოზოიდების გაყინვა და გამოყენება. გარდა ამისა, სტიმულაცია ზრდის შანს, ასპირაციით ინახოს სპერმატოზოიდი სათესლე ჯირკვალში. ამგვარი ოპერაცია დღესაც გავაკეთეთ,ასე რომ წასვლა არ არის საჭირო არსად. იქნებ ჰორმონების პასუხები მომაწოდოთ, რომ მკურნალობის სქემა და დოზირება შევადგინო, სათესლე ჯირკვლები ნამდვილად მცირეა ზომებში.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად