გატაცებული ვარ სამედიცინო ლიტერატურის კითხვით.  წ... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

18-11-2011

- გატაცებული ვარ სამედიცინო ლიტერატურის კითხვით.  წითელი მგლურას სიმპტ   მების გაცნობისას ამეკვიატა, რომ ეს დაავადება მჭირს, მით უმეტეს, რომ დაემთხვა ბევრი რამ:  მაქვს გაძლიერებული დიფუზური თმის ცვენა, მაწუხებს ქვედა კიდურებში დაღლილობის შეგრძნება, ასევე დროდადრო ფეხების "ღრღნის" შეგრძნება, რომელიც ვერ გამირკვევია სახსრებს უკავშირდება თუ სისხლძარღვებს, სუსტი დაბუჟებისმაგვარი შეგრძნება ხელებში. მყავს 1.8  წლის ბავშვი,  რომელსაც დაუდგინდა მენჯ-ბარძაყის თაღოვანი დიპლაზია (რაც ვიცი, რომ შემაერთებელი ქსოვილის დაავადების შედეგია). ეს ყველაფერი რაღაცნაირად დავაკავშირე სისტემურ წითელ მგლურასთან. ორსულობის პერიოდშიც და ასევე ოპერაციამდეც (გავიკეთე ქოლეცისტექტომია) მრავალჯერ მაქვს გაკეთებული სისხლის და შარდის საერთო ანალიზები, სისხლში ცვლილება ისაა, რომ მომატებული მაქვს მონოციტები, თუმცა ამაზე არც ერთ ექიმს გაუმახვილებია ყურადღება. ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ რა ძირითადი ნიშნების საფუძველზე ხდება ამ დაავადებაზე ეჭვის მიტანა და რა კვლევებია საჭირო  მის გამოსავლენად? გმადლობთ

პასუხი
- ბავშვის მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია არ არის დედის სისტემური მგლურას მახასიათებელი ნიშანი. მგლურა სისტემური დაავადებაა, მას თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომების გარდა ახასიათებს სახსრების შეშუპება, სიწითლე, ტემპერატურის მატება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თირკმლის, გულის დაზიანება, სისხლში მათალი ედს, ლეიკოციტების შემცველობის დაქვეითება და ა. შ. თუ სამედიცინო ლიტერატურის კითხვისას სიმპტომებს საკუთარ თავში ეძებთ, ჯობს თავი დაანებოთ ასეთი ლიტერატურის გაცნობას

კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად